"არ გამოვრიცხავ კრემლისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას" - ვის აწყობს დესტაბილიზაცია უკრაინასა და საქართველოში?! - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ კრემლისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას" - ვის აწყობს დესტაბილიზაცია უკრაინასა და საქართველოში?!

"სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ, რადგან დეპორტაცია ხანგრძლივი პროცესია. ამასთან, დარწმუნებული ვარ, მოვლენების ამ სცენარით განვითარებას ევროპა და აშშ-ც შეეწინააღმდეგება"

ფოტოგალერეა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბრისთვის დაანონსებული უკრაინაში ჩასვლა რეალობად აქცია და რამდენიმე ცდის შემდეგ, ფაქტობრივად, შეიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე... ამ საკითხზე გაზეთმა "კვირის პალიტრამ" სტატიებიმოამზადა, გთავაზობთ ამონარიდებს :

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:

- სააკაშვილის განცხადება, თითქოს უკრაინის საზღვრის ქვეითად გადაკვეთა იმიტომ გადაიფიქრა, რომ პროვოკაციას მოერიდა, სასაცილოა, რადგან მისი ყველა მოქმედება უკიდურესად პროვოკაციულია. უკრაინის ხელისუფლებას კი პროვოკაციის მოწყობა რომ ეცადა, ამას მატარებლით მისი მგზავრობისასაც მოახერხებდა.

ვფიქრობ, მატარებლით წასვლა თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან ასე პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას შეძლებდა.

უკრაინაში შეკრებილი სააკაშვილის მხარდამჭერები იმდენი ნამდვილად არ იყვნენ, რომ პოროშენკოს მთავრობას შეშინებოდა. მთავარია, უკრაინელებმა სააკშვილი მიიჩნიონ ჩაგრულად, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება - ამ ხმაურიანი ვოიაჟით სააკაშვილი სწორედ ამას გეგმავდა.

სააკაშვილი განაგრძობს ავანტიურისტულ მოქმედებებს, ისევე როგორც აკეთებდა ამას საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის აგვისტო, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა სააკაშვილის ავანტიურა, რასაც ქვეყნის მშვიდობა შესწირა.

განსხვავება ის არის, რომ იმჟამად ის ხელისუფლებაში იყო და ამ ავანტიურისთვის სახელმწიფო სტრუქტურები გამოიყენა... ის, ფაქტობრივად, რუსულ პროვოკაციას წამოეგო. დღევანდელ მის მოქმედებებს, მის პროვოკაციულ განცხადებებს განსხვავებული მიზანი აქვს და ემსახურება არეულობის პროვოცირებას, დესტაბილიზაციას როგორც უკრაინაში, ისე - საქართველოში. მისი საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ქვეყანაში ნამდვილად გაჩნდება დაძაბულობის კერა, ეს იქნება რეზონანსული და მძიმე პროცესი ქვეყნისთვის და უპირველესად - ხელისუფლებისთვის...

ისევ მივდივართ რუსულ ინტერესებამდე... დღეს არეულობის, დესტაბილიზაციის პროვოცირება უკრაინაშიც და საქართველოშიც მხოლოდ და მხოლოდ კრემლს აძლევს ხელს. ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ სააკაშვილს კავშირი აქვს რუსეთთან, თუმცა არ გამოვრიცხავ ოფიციალური მოსკოვისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას. სააკაშვილს არასტაბილური გარემო პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, რუსეთს კი სხვა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს. (იხილეთ სტატია)

- უკრაინაში ქართულმა მხარემ მესამედ გაგზავნა სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა. რამდენად შესაძლებელია, მისი მარშრუტი საქართველომდე გაგრძელდეს?

სოსო ცისკარიშვილი:

- სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ, რადგან დეპორტაცია ხანგრძლივი პროცესია. ამასთან, დარწმუნებული ვარ, მოვლენების ამ სცენარით განვითარებას ევროპა და აშშ-ც შეეწინააღმდეგება. პოროშენკოს ოცნებაა, სააკაშვილისგან მისი საქართველოში დეპორტაციითა და აქ დაპატიმრებით გათავისუფლდეს, მაგრამ კარგად ხვდება, რომ საამისოდ დიდი პოლიტიკური ხარკის გადახდა მოუწევს, რისი ძალაც მას არ შესწევს. ფაქტია, უკრაინის პრეზიდენტი იმას იმიკის, რაც დათესა - სწორედ მისი დამსახურებაა სააკაშვილის უკრაინაში აღზევება. უნდა გაეთვალა სააკაშვილის ამბიციები, როდესაც ჯერ პოლიტიკურ პარტნიორად გამოაცხადა, მერე კი ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია

იხილეთ ფოტოგალერეა