"კეზერაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ფულში გადააგდო"
"კეზერაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ფულში გადააგდო"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა დავით კეზერაშვილმა ძარცვით და ყაჩაღობით იშოვა ფული და ახლა "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს. მელიას განცხადებას ასევე ყოფილი "ნაციონალი", გიორგი ვაშაძეც დაეთანხმა და კეზერაშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ წინა კვირას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემებით, პოლიტიკური პარტიების აგვისტოს შემოწირულებებიდან, "ქართული ოცნების" შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულობა სწორედ "ევროპულმა საქართველოს" ერიცხება.

როგორც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა kvirispalitra.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, დღეს ფაქტობრივად ძველ პარტნიორებს შორის ფულზე დავა მიმდინარეობს.

- იმით დავიწყოთ, რომ მონასტერი აირია.
ეს განცხადებები გასაგებია რასაც ნიშნავს. "ნაციონალური მოძრაობა" თვლიდა, რომ ფული, რომელიც კეზერაშვილმა იმ პერიოდში იშოვა, მისი პირადი კი არ იყო, არამედ პარტიულ სალაროს ეკუთვნოდა.
დღეს, როგორც ჩანს, კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსებაზე უარს აცხადებს და "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს. ამან კი, ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობის" უკმაყოფილება გამოიწვია.

საყოფაცხოვრებო გაგებით რომ ვთქვათ, კეზერაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ფულში გადააგდო, შესაბამისად მოჰყვა ის რეაქცია, რაც მოჰყვა. ეს ყველაფერი ძალიან გამჭვირვალედ იკითხება.

- იმასაც ამბობენ, რომ კეზერაშვილი ხელისუფლებას გაურიგდა...

- გარიგება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება ამ ჯგუფის მიმართ ლოიალურია. ეს
ლოიალობა არაერთი სიმპტომით გამოიხატა, იგივე უგულავასთან დაკავშირებით, მათი პარტიული სალაროს კონტროლს მიღმა დატოვების სახით, ასევე კეზერაშვილის გამართლებით და ა.შ ეს ყველაფერი არის სიმპტომები, მაგრამ ამას პოლიტიკურ გარიგებას ვერ დავარქმევდი.

"ევროპულ საქართველოს" ამ ლოიალობისთვის გადახდა მოუწია, რაც სააკაშვილის ზურგის შექცევით გამოიხატა, ეს ფასი მათ გადაიხადეს. ასე ხდება პოლიტიკაში, მითუმეტეს ქართულ პოლიტიკაში. ტრაგი-კომიკური სიტუაცია იქმნება, როდესაც უცბად აღმოვაჩინეთ, რომ ერთი სააკაშვილი იყო დამნაშავე და სხვა ყველა ანგელოზი ყოფილა. საბოლოო ჯამში მივიღეთ "კოლექტიური" მურუსიძე.
პრობლემა მხოლოდ სააკაშვილში ხომ არ იყო, პრობლემა იყო სისტემაში, რომელიც მან შექმნა. სააკაშვილის ამ სისტემას თავისი ინტერესებისთვის იყენებდა, დღევანდელი ხელისუფლება კი არ იყენებს, ეპარტნიორება.

- ნიკა მელიას განცხადებას "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც დაეთანხმა და ეჭვი გამოთქვა, თუ საიდან შოულობს "ევროპული საქართველო" ფულს, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?
- ძნელია არ დაეთანხო. სასაცილოა "ნაციონალური მოძრაობა" თურმე ყაჩაღები ყოფილან. დავუშვათ, რომ კეზერაშვილი ფულს იპარავდა, იმ პერიოდში, რასაც კეზერაშვილი აკეთებდა, ამ ყველაფერს სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელშეწყობით აკეთებდა. დღეს ფაქტობრივად ვაკვირდებთ ძველ პარტნიორებს შორის დავას, რაც ჩვენთვის მაინცდამაინც საინტერესო არ არის. ფაქტობრივად, ისინი ვერ იყოფენ ფულს, ამასთან გვაქვს საქმე. უკვე საჯარო ურთიერთბრალდებებზე გადავიდნენ. ერთის მხრივ სასაცილოა, მეორეს მხრივ, ეს ამ ქვეყნის ტრაგედიაა, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობები დღესაც გრძელდება. ამ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც სხვა ფიგურანტებით დაახლოებით იგივე სურათი შეიძლება ვიხილოთ.

იხილეთ ასევე: "როგორც ჩანს, კეზერაშვილი ივანიშვილთან დალაგდა და მასთან ერთად აკეთებს ფულს"

ლიკა ამირაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

14 სექტემბერი 2017 09:02
კეზერაშვილი რა ხვითოც იყო ყველამ კარგად ვიცოდით,ახლაც ბიძინა-ბოკერიას დუეტს,რომ შეუერთდა ესეც ვიცით რატომ ხდება.
mananas
14 სექტემბერი 2017 08:59
დღეს როგორი სისტემაა? მეხანძრე ლამის ცარიელი ხელებით ცეცხლს აქრობს, გამგებელი და მისი გარემოცვა კოლოსალურ პრემიებს ინიშნავს. შიზოიდური მგონი თქვენი აზროვნებაა
ალექს
14 სექტემბერი 2017 07:31
ცუდადაა ნაცქოცმოქკავშირული საქმე,გაჟონა ამერიკაში,რომ საქართველოში სამოხელეო საბჭოთა კომკავშირული პარტოკრატია ჩამოყალიბდა ოლიგარქიად ,შეერწყა ბიზნესს და ხელისუფლებას ძალის და გაყალბების გამოყენებით ეუფლება , სახელები და გვარები იცვლება,წყობა სისტემისა კი არა!
ამ სისტემით მხოლოდ ნეოკომკავშირი ანუ მოქკავშირი ,კომპარტიის არიერგარდი და მისი დიდი და პატარა ფრაქციები ,მათ შორის ნაცები და ქოცები ხარობენ !
ხალხი გარიყულია ეკონომიკური და პოლიტიკური ველიდან,მათ აღარაფერი ეკითხებათ ,აბსოლუტური სამოხელეო ოლიგარქიული დიქტატურა ნაკომკავშირალი პარტოკრატიისა 27 წელია დამყარდა !
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?