"სააკაშვილის გამო შეიძლება პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა გამწვავდეს, პუტინი კი სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს"
"სააკაშვილის გამო შეიძლება პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა გამწვავდეს, პუტინი კი სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს"
"პოროშენკოსა და მის მთავრობას იმდენად ეშინია სააკაშვილის, რომ მასთან კონტაქტებს ყოველნაირად გაურბიან"

უკვე რამდენიმე დღეა უცხოური მედიის განხილვის საგანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება და მისი სამომავლო გეგმებია.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება. უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, არტიომ შევჩენკოს განცხადებით კი, სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით სამართალდამცველები დამატებით ზომებს არ მიიღებენ.

"პირველი, რაც უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნებამ აჩვენა, ისაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უსუსურია. სააკაშვილის შეჩერება ჯერ კიდევ საზღვარზე შეიძლებოდა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაგრამ არცერთი რიგითი მესაზღვრე "ნაჩალნიკების" გარჩევებში არ ჩარეულა. ისე გამოვიდა, რომ
კიევის ხელისუფლება თვითონ გაუწია გამაყრუებელი პიარი ქვეყნის გადამრჩენელი მესიის - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას. და თუ ლვოვში მყოფ ექს-გუბერნატორს ხელისუფლება არ დააპატიმრებს, მაშინ პეტრო პოროშენკოს საქმე ძალიან ცუდად წაუვა: მის მიერ დანიშნული გუბერნატორები თავიანთ პრეზიდენტს ჩამოწერენ - როგორც რეალური ძალის არმქონეს
", - წერს რუსული Metro-Москва.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სანამ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის "გარღვევას" დააპირებდა, მან ვაშინგტონში, ბრიუსელში და სხვა ევროპული დედაქალაქების პოლიტიკოსებში მხარდამჭერები გაიჩინა - დასავლური ისტებლიშმენტის პირველი პირები თუ არა,
ისინი, მაინც, რომლებიც ასეთ დელიკატურ პროექტებს ხელმძღვანელობენ. და თუ ეს მართლაც ასეა, პეტრო პოროშენკო, როგორც ჩანს, თითქმის უკვე ჩამოწერილია. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ სააკაშვილს საზღვრის "გარღვევისას" თან
იულია ტიმოშენკო ახლდა. ეს ქალი კი ფსონს ტყუილად არავისზე არ დადებს.

კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს - ეს არის მიხეილ სააკაშვილის კონტაქტები იგორ კოლომოისკისთან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უკრაინელ ოლიგარქს წარმოადგენს და ვისაც თავისი "არმია" ჰყავს. მიხეილ სააკაშვილისათვის, რომელსაც ძალოვანი რესურსი არ აქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის "გარღვევის" წინ მიხეილ სააკაშვილი იგორ კოლომოისკის შეხვედრია და რაღაცეებზე მოულაპარაკნია. (წყარო)

"მიხეილ სააკაშვილის გამო შეიძლება პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა გამწვავდეს, ვლადიმერ პუტინი კი სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს" - ასეთი სათაურით აქვეყნებს პოლონური Rzeczpospolita სტატიას.

როგორც გამოცემა წერს, პოლონეთის ხელმძღვანელებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. "მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საოცარმა ვოიაჟმა პოლონეთში და მის მიერ ჩვენი მხრიდან უკრაინის საზღვრის გარღვევამ შეიძლება ვარშავისა და კიევის დაპირისპირება ღია ფორმაში გადაიყვანოს".

"მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩვენმა მეზობლმა - უკრაინის პრეზიდენტმა ჩამოართვა. არადა თავის დროზე ევროკავშირისაკენ გზა უკრაინას სწორედ პოლონეთმა გაუკვალა. კიდევ ერთ ჩვენს მოკავშირეს - საქართველოს თავის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა აქვს გამოცხადებული და უკრაინისაგან მის დაკავება-ექსტრადირებას ითხოვს. ამის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ მას პოლონეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების ნება მისცა, ჩვენივე საინფორმაციო სააგენტო კი პრეს-კონფერენციის გამართვაში დაეხმარა. მართალია, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის რომელიმე მაღალჩინოსანს არ შეხვედრია, მაგრამ როგორც ჩვენი ევროპარლამენტარი იაცეკ საირუშ-ვოლსკი ამბობს, პოლონეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის მხარეს არიან. სწორედ მათი მითითებით გაუშვეს ჩვენმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მიმართულებით. რით დასრულდა ეს ყველაფერი? ქართველ-უკრაინელი პოლიტიკოსის მხარდამჭერებმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიაზე დემონსტრაციულად გადაიყვანეს, რასაც სხვაგვარად ვერ შეაფასებ, თუ არა უკრაინის ხელისუფლების სამარცხვინო უსუსურობის გამოვლენას", - წერს ჟურნალისტი ანჯეი ბელეცკი.

ძნელია იმის თქმა, რა სარგებლობას მიიღებს პოლონეთი მიხეილ სააკაშვილისათვის გაწეული მხარდაჭერით. ერთი რამ ცხადია: საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის ექს-პრემიერის კავშირი გვაფიქრებინებს ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გადამრჩენელი იქნება და რომ იგი უკრაინულ სახელმწიფოს კორუფციის სენისაგან იხსნის. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობის პრობლემების გაღრმავება სასიხარული იქნება ვლადიმირ პუტინისათვის. (წყარო)

აზერბაიჯანული გამოცემა Каспiй კი წერს: "იბადება კითხვა: თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან საქმის გამწვავებაზე წავიდა, მაშინ საჭიროა მისი სასწრაფოდ დაპატიმრება და საქართველოში დეპორტაცია, ექსტრადირების მიზნით. რატომ იყო საჭირო პოლონეთში მატარებლის გაჩერება განცხადებებით - "ვაგონში არასასურველი პირია და ვერ დავიძვრებითო, თან გვარსაც არ ასახელებდნენ. და საერთოდ, როგორ გააჩერა უკრაინის ხელისუფლებამ მატარებელი პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს? ან რა საჭირო იყო საზღვარზე "სპეცრაზმის" გადასროლა, თუ კაცის დაჭერის თავი არ გაქვს? მოკლედ, გასაკვირი სიტუაციაა".

ჟურნალისტი ალი საიდოვი ყურადღებას ამახვილებს იმაზე თუ როგორ მოქმედებდა თვითონ მიხეილ სააკაშვილი: ჟურნალისტებთან, მხარდამჭერებთან, ცოლ-შვილთან და... უკრაინის ექს-პრემიერთან ერთად. "განა მომხდარი ამბები იმაზე არ მიანიშნებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ერთი ხელის აქნევით უკრაინის საზოგადოება ორად გაჰყო?

კითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ ერთი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია: რაში სჭირდებოდა პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე შოუს მოწყობა, რომ ექს-პრეზიდენტმა ანკეტის შევსებისას თითქოსდა დამალაო საქართველოში მისი სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტი? გამოდის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდა, უკრაინის პრეზიდენტი კი გაგებაში არ იყო - ჯერ მოქალაქეობა მიანიჭა, შემდეგ ოდესის ოლქის გუბერნატორადაც დანიშნა... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. პოროშენკოს ეგონა, რადგან სააკაშვილს მოქალაქეობას ჩამოართმევდა, პრობლემას გადაწყვეტდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, ყინულმჭრელივით მოქმედებს. მის ირგვლივ უკვე მხარდაჭერის ინფრასტრუქტურა შეიქმნა. არაა გამორიცხული, რომ კიევის მოქმედებამ შესაძლოა დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება შეიძლება რუსეთთან გარიგებაზეც კი წავიდეს - არის ამის რისკი", - წერს ჟურნალისტი.

მოცემულ მომენტში სიტუაცია ასეთია: პეტრო პოროშენკოსა და მის მთავრობას იმდენად ეშინია მიხეილ სააკაშვილისა, რომ მასთან კონტაქტებს ყოველნაირად გაურბიან. თავიანთი ბრიყვული მოქმედებით ისინი ექს-პრეზიდენტს ხელოვნურად უზრდიან რეიტინგს უკრაინულ საზოგადოებაში. არადა, შეიძლებოდა ყველაფერი ელემენტარულად გაკეთებულიყო, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება ხოლმე: მესაზღვრეები პიროვნებას საბუთებს უმოწმებენ და სხვადასხვა მიზეზის გამო უკან აბრუნებენ. ამაში ცუდი და არაბუნებრივი არაფერი არ არის. მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებმა საქმე გააჭიანურეს, იყოყმანეს და მიხეილ სააკაშვილმაც სიტუაციით ისარგებლა, შოუ მოაწყო და უკრაინის ხელისუფლების იმიჯსაც წყალი შეუყენა, თანაც წყალი რუსეთის წისქვილზეც დაასხა - აი, რა უუნარო ხელისუფლება ჰყავს უკრაინასო. (წყარო)

თარგმნა სიმონ კილაძემ

glaxuna
15 სექტემბერი 2017 04:16
zzz
ნაც-ებმა და მე-3-ე პრეზიდენტმა საფუძველი
ჩაუყარა და შექმნა
თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ე- სახელმწიფო,ანუ ორიენტირებული შეუქცევად პროგრესზე ადამიანთა საყოველთაო კეთილდღეობისათვის!

თუ უცხო, მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეც-სტრუქტურები თავის ძალებს -ფინანსურად და დემაგოგიებით მომძლავრებულს არ და ვერ მოიყვანთა საქართველოს ხელისუფლებაში და არსებულ სახელმწიფოებრივ პროგრესს მიზანმიმართულად არ შეაჩერებდა ... ... ...რაც უკვე ფ ა ქ ტ ი ა -2012 წლიდან მე-5-ე ,,საუკეთესო,, წელს !
zzz
14 სექტემბერი 2017 18:05
მიშამ ბოლო ორასი წლის შემდეგ პირველმაშექმნა ქართული სახელმწიფო ასევეშექმნის უკრაინის სახელმწიფოსაც
glaxuna
14 სექტემბერი 2017 17:35
თეთრი
როგორ ?!
,, სააკაშვილი არის ნარკოტიკი იდიოტებისთვის,,

და მისი მოძულეები ?!

- ხიხოთ და ,,ყვარყვარეებით,, - ესეც გვითხარით!

თარხანა და ინაშვილიც ...

კარგია არაა ღრუსული - ავტორიტარულ-კრიმინალურ კლანური ,კორუფციული მმართველობის სისტემა და მას მხოლოდ.... ,,ი დ ი ო ტ ე ბ ი,, ებრძვიან და უპირისპრდებიან არაა ?!

,,ვაჭრუკანების,მსტოვრებისა და კარიერისტების მიერ აშენებული ქვეყანა ა რ ა ვ ი ს უნახავს,ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს აშენებს იდეალისტები და პატრიოტები!,,

კარლ მანერჰეიმი

ის იდეალისტები და პატროტები-რომელსაც მხოლოდ: ვაჭრუკანები,მსტოვრები და კარიერსიტრები- ,,იდიოტებს,, ეძახიან!

ფ ა ქ ტ ი - საქართველო 2012 წლამდე და 2012 წლიდან !

2003-2012 წლების სახელმწიფო რეფორმების შედეგად- საქართველო - ,,ევროკავშირთან,, - ,,ასოცირებისა და უვიზო მიმოსვლის,, შესახებ ხელშეკრულებებს დებს და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 7-8 %-ტი შეიქმნა - წ ლ ი უ რ ი ...ანუ
საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო თანამედროვე-ც ნ ო ბ ა დ ი შეიქმნა....2012 წლიდან - მხოლოდ სრული რეგრესი და უ პ ე რ ს პ ე ქ ტ ი ვ ო ბ ა!
მედეა
14 სექტემბერი 2017 17:34
რუსეთს მანამ უჩხიკინა მიშამ, სანამ აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ--ოსეთი არ აღიარებინა. ამით იქ პუტინმა სამხედრო ბაზების დაფუძვნება მოახერხა. ახლა იგივე ფუნქცია დააკისრა სააკაშვილს მან, რომ იგივე მოიმოქმედოს დონეცკისა და ლუგანსკის მიმართაც. იქ სამხედრო ბაზის გახსნის იურიდიული უფლება რუსეთს არ აქვს, არადა ძალიან სჭირდება! ჰოდა აგერ არ არის სააკაშვილი?! ისევ აამოქმედა იგი მზაკვრული გეგმის ასასრულებლად! იგივე სცენარით აღიარებს ამ ორ სეპარატისტულ რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ----დაშლის უკრაინას და ამ ჩვენს სატანას კიდევ შემოინახავს მომავალი მზაკვრობებისთვის. გლახუნავ, გლახად იქცევი, ვერ არჩევ ავს და კარგს----ბოდიში თუ გაწყენინე ამის თქმით, მაგრამ ივანიშვილის სიძულვილი გაბრმავებთ, მაინც რატომ გძულთ ასე--რა დაგიშავათ?
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა