რატომ "დასცხეს" ერთმანეთს ბრიუსელში სააკაშვილმა და კეზერაშვილმა?! - კვირის პალიტრა

რატომ "დასცხეს" ერთმანეთს ბრიუსელში სააკაშვილმა და კეზერაშვილმა?!

"ბოკერიამ დაკარგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი "რუსთავი 2"-ის სახით, რადგან ნიკა გვარამიამ და მთლიანად ტელევიზიის გუნდმა მხარი ზაალ უდუმაშვილს დაუჭირეს"

გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს სტატიას სათაურით, "რატომ "დასცხეს" ერთმანეთს ბრიუსელში სააკაშვილმა და კეზერაშვილმა?!", გთავაზობთ სტატიიდან ამონარიდს.

"კვირის პალიტრას" ინფორმირებული წყარო უყვება, რომ სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ნაცმოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი დაასახელა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი საბოლოო არჩევანის წინაშე დადგა, წინასაარჩევნოდ მხარი პარტიის მოქმედი წევრებისთვის დაეჭირა თუ ყოფილებისთვის. ფაქტია, მან "ევროპულ საქართველოსთან" მეგობრობის გაგრძელება არჩია და ნიკა მელიას, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის საჯარო რისხვაც დაიმსახურა:

"ზაალ უდუმაშვილი წყალგამყოფი აღმოჩნდა კეზერაშვილისთვის, რადგან მისი კანდიდატად დასახელება განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა "ევროპული საქართველოსთვის" - ბოკერიამ დაკარგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი "რუსთავი 2"-ის სახით, რადგან ნიკა გვარამიამ და მთლიანად ტელევიზიის გუნდმა მხარი ზაალ უდუმაშვილს დაუჭირეს. წლებია "რუსთავი 2"-ს დავით კეზერაშვილი აფინანსებს, ამიტომ ფულადი დახმარების გაგრძელება "ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ გალაშქრების ტოლფასი იყო, რისი მოლოდინიც, დიდი ალბათობით, კეზერაშვილისგან თავად სააკაშვილსაც არ უნდა ჰქონოდა..."

სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია.