ბიზნესმენ-პოლიტიკოსები პარლამენტში და 13 მოქმედი მილიონერი თბილისის საკრებულოში - როგორ "კეთდება" ფული პოლიტიკაში? - კვირის პალიტრა

ბიზნესმენ-პოლიტიკოსები პარლამენტში და 13 მოქმედი მილიონერი თბილისის საკრებულოში - როგორ "კეთდება" ფული პოლიტიკაში?

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მოქმედი დეპუტატების დეკლარირებულ თუ არადეკლარირებულ ბიზნესსაქმიანობაზე, ბიზნესთან კავშირსა და შეუთავსებელ საქმიანობაზე კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ფაქტობრივად, "მუდმივმოქმედმა" წევრებმა დეკლარაციის სწორად შევსება არ იციან, ან იციან და აქტივებს მიზანმიმართულად მალავენ.

ვრცელი სტატია ამ თემაზე მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ“, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

შევსებული დეკლარაციების მიხედვით, დეპუტატებს შორის ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს პარლამენტარებმა: კახაბერ ოქრიაშვილმა - 17.429.052 ლარი, გრიგოლ მიქელაძემ - 1.185.000 ლარი, ელგუჯა გოცირიძემ - 1.011.839 ლარი. ყველაზე მეტ კომპანიაში კი ბიზნესაქტივებს ფლობენ: ილია წულაია - 31 კომპანია; ნინო წილოსანი - 13 კომპანია; კახაბერ ოქრიაშვილი - 13 კომპანია.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას და თვითონ მართოს კომპანია, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშის მიხედვით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 9 წევრი დირექტორად არის რეგისტრირებული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, ისინი უპირატესობით სარგებლობენ სახელმწიფო შესყიდვებისას - 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვაში მიიღეს მონაწილეობა: ტენდერებში რამდენჯერმე გაიმარჯვა კახაბერ ოქრიაშვილის ორმა კომპანიამ, მოგებული ტენდერებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობა კი 16.584.494 ლარია, კახა ოქრიაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 36 ტენდერში მიიღეს მონაწილეობა, 20-ჯერ კი გამარტივებულ შესყიდვაში გაიმარჯვა."

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, "ქართული ოცნების" წევრის, იოსებ მაკრახიძის კომპანია "იბოლიამ" სახელმწიფოსთან 2.250.440-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ 8 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და, ძირითადად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთებს ასრულებს. ამავე პერიოდში "იბოლიამ" მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა 7 გამარტივებულ შესყიდვაში.

....

მდიდარი წევრებით არა მხოლოდ პარლამენტი, საკრებულოც დატვირთულია - თბილისის საკრებულოში 13 მოქმედი მილიონერია, მათ შორის პირველ ადგილს 3.383.898 ლარით "ქართული ოცნების" წევრი თამარ ტალიაშვილი იკავებს, ხოლო"მილიონერებს შორის ყველაზე "ღარიბი" "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ტყემალაძეა 946.400 ლარით.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- საქართველოში ბიზნესი აუცილებლად პოლიტიკაში ყოფნას გულისხმობს და ქვეყანაში ისევ ძლიერია კასტა, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ პოლიტიკა კეთდება ფულით და ფული - პოლიტიკით.

მსგავსი მენტალური ხარვეზი ბოლო წლებში კიდევ უფრო მასშტაბური გახდა და ამაზე არსებული სტატისტიკაც მიუთითებს.

დარწმუნებული ვარ, ყველა დეპუტატი,ვისაც ოჯახის წევრზე აქვს ქონება გადაფორმებული, პარლამენტში ზის და საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის ნაცვლად, კალკულატორზე ფულს გამალებით ითვლის და ბიზნესის ყოველდღიურ ლობირებასა და მართვაშია ჩართული.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატი

ფოტოზე: პარლამენტარები - ილია წულაია, კახა ოქრიაშვილი, ნინო წილოსანი და იოსებ მაკრახიძე

რუსუდან შელია