"ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ოთხმა წევრმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ოთხმა წევრმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ოთხმა წევრმა თვითმმართველობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნული ინფორმაცია ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა დაადასტურა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადებით “ნაციონალური მოძრაობის” კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა თოლორაიამ, ყულიშკარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან მაქაცარიამ, ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოდერძი კუკავამ და პროპორციული სიის წევრმა გიორგი თოფურიამ მიმართეს.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია მათ მიერ პარტიის დატოვების შესახებაც. ამ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

"ინტერპრესნიუსი"