"ორი მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუცია ანტიკონსტიტუციურ ჩარჩოებში ებრძვის ერთმანეთს"
16-10-2017
"ორი მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუცია ანტიკონსტიტუციურ ჩარჩოებში ებრძვის ერთმანეთს"
პრეზიდენტის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტრო ამჯერად ერთმანეთს გამონაკლისი წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ედავებიან - თეა წულუკიანი ამბობს, რომ კომისიის დადებითი რეკომენდაციების მიუხედავად, მარგველაშვილი უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეობის გაცემაზე უარს ამბობს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი წულუკიანს იმ ინიციატივას ახსენებს,­ რომლის მიხედვითაც გამონაკლისი წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და მიდგომები უნდა შეიცვალოს, თუმცა განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. უარის მიზეზად კი, გაზრდილ მოთხოვნასა და მაღალ პასუხისმგებლობას ასახელებს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების გამო. როგორც
ირკვევა, იუსტიციის სამინ­ისტრომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე 32 523 განცხადება განიხილა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი მოქალაქეობა 23 011 პირს მიენიჭა.

ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი:
- ჩანს, წულუკიანს სურს მარგველაშვი­ლს­­­ მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებაც ჩამოერთვას. ეს საკითხი საჯარო განხილვებს არ ექვემდებარება, არც საყო­ველ­თაო თანხმობაა საჭირო. პრეზ­ი­დენტის ვალდებულებაა,
გაითვალი­სწინოს უსაფრთხოების ზომები და ისე მიანიჭოს პირს მოქალაქეობა. გაუგებარია, რას ითხოვს­ წულუკიანი - მარგველაშვილმა საზოგადო­ებას ამცნოს, ვინ სთხოვს მოქალაქ­ეობის მიღებას და ხალხისგან ნებართვა ითხოვოს?!

- თქვენი შეფასებით, იუსტიციის მინის­ტრსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის დაპირის­პირებაა უფლებამოსი­ლების მოსაპოვებლად? გვახსოვს, მოქალაქეთა ჯგუფი­ აპროტესტებდა,­ რომ ფერეიდნელ ქართველ­ე­ბს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი განუცხადეს.

- დიახ, უამრავი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი, მათ შორის, რა მიზნით ითხოვენ მოქალაქეობას და როგორი წარსული აქვს პირს. ამ შემთხვევაში­ ფერეიდნელ ქართველებს არ ვგულისხმობ,­ რომლებსაც პრეზიდენტმა კი არა, იუსტი­ციის სამინისტრომ უთხრა უარი. თუ ვინმეს­ მარგველაშვილის გადაწყვეტილებაც არ მოსწონს, სასამართლოში უნდა იჩივლოს... ეს გარემოებაც მიძლიერებს ეჭვს, რომ პრეზიდენტსა და წულუკიანს შორის გაწევ-გამოწევა უფლებამოსილებას უკავ­შირდება. არა მგონია, მეტი გამჭვირვალობა იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს. წულუკიანს შევახსენებდი, მან დადო პირობა, რომ პროკურატურაზე კონტროლს დაიბრუნებდა, თუმცა ყველაფერი გააკეთა,­ რომ საკუთარი ფუნქციები შეეზღუდა და ნაკლები პასუხისმგებლობა აეღო. უგუნური გადაწყვეტილებით კი სახელმწიფო სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ხარვეზი გააჩინა.

- იუსტიციის სამინისტრომ როგორ უნდა აიღოს საკუთარ თავზე მოქალაქეობის­ მინიჭების ფუნქცია, როდესაც ეს საკითხი კონსტი­ტუციითაა დარეგულირებული, საკ­ონსტ­იტუციო ინიცირება კი ახალ რედაქციაში არ არსებობს?

- საკონსტიტუციო ინიციატივასაც იუსტიციის მინისტრი მალე მოამზადებს და ისევ დაიწყება ახალი, ისედაც გაუბედურებული კონსტიტუციის ჭრა-კერვის სერია. პარადოქსული ვითარებაა - ორი მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუცია ანტიკონსტიტუციურ ჩარჩოებში ებრძვის ერთმანეთს, რაც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე აზარალებს. ორივე შტოს შევახსენებ, კიდევ ერთხელ ნუ დაანგრევენ ჩვენს იმიჯს. თუ დავა გაგრძელდა, მინიმუმ ერთი გამოხმაურება სოლიდურ მედიაში, როგორ ვერ ინაწილებს საქართველოში ორი ინსტიტუცია ძალაუფლებას, გარანტირებული გვაქვს. იუსტიციის სამინისტროს თუ მართლაც შესტკივა გული მოქალაქეობის გაუმჭვირვალედ მინიჭებაზე, იქნებ გადაემოწმებინა სააკაშვილის გადაწყვეტილებები, როდესაც მოქალაქეობის გადაცემა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხდებოდა. ეს შექმნიდა პრეცედენტს მარგველაშვილისთვისაც, რომ გადაწყვეტილებები მეტი სიფრთ­ხილით მიეღო. წულუკიანი ტენდენციურია და სულ სხვა ქვემიზნებით იჩენს ინიციატივას მარგველაშვილის წინააღმდეგ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები