"ეკა გიგაურმა ვანო მერაბიშვილისგან კაპიტნის წოდება წარბშეუხრელად მიიღო" - კვირის პალიტრა

"ეკა გიგაურმა ვანო მერაბიშვილისგან კაპიტნის წოდება წარბშეუხრელად მიიღო"

"წლების წინ მერაბიშვილს დავპირდი, სასამართლო დარბაზში მოგიყვან-მეთქი, მიშასაც იგივე ვუთხარი და პირობას აუცილებლად შევასრულებ - სასამართლოში მე კი არა, ქართველი ხალხი მოიყვანს"

მოსამართლემ გოგა ხაინდრავას მოთხოვნა დააკმაყოფილა და ეკა გიგაურთან დავის საქმეში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროს ბადრი ბიწაძეს დაჰკითხავენ. შეგახსენებთ, 2015 წელს ხაინდრავამ განაცხადა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დარბევის გამო მიიღეს პრემიები, გიგაურს კი დარბევაში მონაწილეობისთვის კაპიტნის წოდება მიენიჭა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. რატომ მოითხოვა ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვა სასამართლო პროცესზე, "კვირის პალიტრის" კითხვებს გოგა ხაინდრავამ უპასუხა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- 2015 წელს სოციალურ ქსელში გაჩნდა სამი დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო, რომ ვანო მერაბიშვილი განსაკუთრებული მუშაობისა და დამსახურებისთვის აჯილდოებს უმცროს ლეიტენანტ ეკა გიგაურს კაპიტნის წოდებით. ბრძანება გამოცემულია 2007 წლის 21 ნოემბერს - ეკა გიგაურმა ვანო მერაბიშვილისგან კაპიტნის წოდება წარბშეუხრელად მიიღო

14 ნოემბერს, ანუ სანამ ეკა გიგაური მერაბიშვილისგან კაპიტნის წოდებას მიიღებდა, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების რაზმის ოთხი წევრი და სხვა თანამშრომლებიც ეტაპობრივად 1000-1500-ლარიანი პრემიებით დაჯილდოვდნენ მიტინგის წარმატებით დაშლისთვის, მათთვის ჯილდოების გადაცემა კი ბადრი ბიწაძის ბრძანებით ეკა გიგაურს, მის პირველ მოადგილეს დაევალა. სწორედ ამ ბრძანების შესრულებას მოჰყვა 21 ნოემბერს ეკა გიგაურის კაპიტნად დაწინაურებაც. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, გამოვთქვი გონივრული ეჭვი, რომ გიგაურისთვის კაპიტნის წოდების მინიჭება 7 ნოემბერს ქართველი ხალხის ხერხემალში გადამტვრევის ავტორების პრემიებით დაჯილდოებასთანაა კავშირში.

ჩემი ამ ვარაუდის საპასუხოდ ეკა გიგაურმა სასამართლოში მიჩივლა პატივისა და ღირსების აყრისთვის და ბოდიშის მოხდასთან ერთად, 30 თეთრი, ანუ 30 ვერცხლი მოითხოვა. ბუნებრივია, გამოწვევა მივიღე, შესაგებელი სარჩელი შევიტანე, ორი წლის შემდეგ კი სასამართლოში მიბარებენ, სადაც ვიგებ, რომ თურმე ეკა გიგაურის ადვოკატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური წერილები გაგზავნეს, გამოითხოვეს საბუთები, თუმცა, მოტივაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ რა დამსახურებისთვის მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება, არქივიდან გამქრალია.

...

- რატომ გაქვთ მოლოდინი, ვანო მერაბიშვილი ან ბადრი ბიწაძე დაადასტურებენ, რომ ეკა გიგაური, როგორც თქვენ აცხადებთ, 7 ნოემბერთან კავშირის გამო დააწინაურეს?

- მერაბიშვილი ყველაფერზე ილაპარაკებს - ეს მისთვის შანსი იქნება, საკუთარი საქციელი მოინანიოს, თორემ 7 ნოემბერს დასახიჩრებული ადამიანები დღესაც არსებობენ და ყველაფერს დეტალურად ჰყვებიან. ბიწაძის მეუღლე დღემდე 26 მაისზე ლაპარაკობს, მაგრამ 7 ნოემბერზე რატომ არაფერს ამბობს, თუ ორმაგ მორალთან გვაქვს საქმე? მობრძანდეს ბადრი ბიწაძე და მოჰყვეს, როგორ დაიგეგმა სპეცოპერაცია, ვინ მონაწილეობდა მასში და რატომ მიანიჭეს გიგაურს კაპიტნის წოდება. წლების წინ მერაბიშვილს დავპირდი, სასამართლო დარბაზში მოგიყვან-მეთქი, მიშასაც იგივე ვუთხარი და პირობას აუცილებლად შევასრულებ - სასამართლოში მე კი არა, ქართველი ხალხი მოიყვანს.

იხილეთ: რას პასუხობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გოგა ხაინდრავას ბრალდებებს?

იხილეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

რუსუდან შელია