"ხელისუფლება ჩემს მოშორებას შეეცდება, შესაძლოა, დამიჭირონ, ქვეყნიდან გამაძევონ, ან საერთოდ მომკლან" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ჩემს მოშორებას შეეცდება, შესაძლოა, დამიჭირონ, ქვეყნიდან გამაძევონ, ან საერთოდ მომკლან"

"მე ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლება ჩემს მოშორებას შეეცდება"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია "ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ "შესაძლოა მისი დეპორტაცია განახორციელოს ან საერთოდ მოკლას“. ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ ხარკოვში გამართულ მიტინგზე განაცხადა.

"მე ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლება ჩემს მოშორებას შეეცდება. შესაძლოა, დამიჭირონ, ქვეყნიდან გამაძევონ... ან საერთოდ მომკლან, ეს არაა პრობლემა! მე ამის არ მეშინია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

აქციის შემდეგ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მანქანისკენ მიემართებოდა, უცნობმა პირმა ხალხში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ახალი ძალების“ ლიდერის მონაწილეობით ანტიკორუფციულ აქციას 700-800 ადამიანი ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"