რა ქონებას ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები?

საარჩევნო ციებცხელება თბილისში თანდათან უფრო მკვეთრად იგრძნობა. თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, საზოგადოებისთვის კი პოილიტიკურ გეგმებთან ერთად განხილვის საგანი მათი ქონებაცაა. თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ჩართულ კანდიდატებს რა ქონება და ბიზნესინტერესები გააჩნიათ, ინფორმაციას ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წარმოადგენს და მოკვლევა საჯარო რეესტრის ბაზებითა და შესაბამისი პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლით მოხდა.

ორგანიზაციის კვლევაში წარმოდგენილი კანდიდატების ნაწილის ქონების შესახებ ინფორმაცია ასეთია:

კახა კალაძე

ყველაზე დიდი ქონებრივი ინფორმაცია "ქართული ოცნების" კანდიდატს, კახა კალაძეს აქვს. 2017 წლის 31 იანვარს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ კალაძე ფლობს 2 ბინასა და ავტოფარეხს თბილისში. ერთ-ერთი ბინა, 367 კვ.მ. ფართობით ჭავჭავაძის გამზირზე 71 280 ლარად აქვს შეძენილი; ფლობს სახლს სამტრედიაში, ორ აგარაკს წყნეთში, მიწის ნაკვეთსა და ორ არასაცხოვრებელ ფართს სამტრედიაში, ორ-ორ ნაკვეთს - ბაკურიანსა და წყნეთში; ასევე კიევში 2 ბინას და პლუს, მიწის ნაკვეთსაც. შეძენილი აქვს: 3 მოტოციკლი "ჰარლი დევიდსონი", თითოეულის ფასი საშუალოდ 25 ათასი ევროა, 140 ათასი ევროს ღირებულების "ბენტლი", 360 ათასი ევროს ღირებულების "ფერარი", 50 ათასევროიანი "ფიატი", 145-ათასევროიანი "მერსედესი".

კალაძის მფლობელობაშია ლადო გუდიაშვილის 190 000 დოლარის ღირებულების 3 ფერწერული ტილო, ასევე ელენე ახვლედიანის 3 ნამუშევრიდან ერთი აჩუქეს, 2-ში კი 55 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის შევსების დროს კალაძეს სხვადასხვა ანგარიშზე ჰქონდა 3,6 მლნ დოლარი და 5 მლნ ევრო. მეუღლე ანა არეშიძეს კი 31 302 ევრო, დანაზოგი - 20 000 დოლარი. კალაძე კვიპროსში რეგისტრირებული "კალა კაპიტალ ლიმიტედისა" და "კოლხეთის" 100%-იანი მეწილეა. გასულ წელს უკრაინაში რეგისტრირებული "იუკას" 33%-იანი წილის ფლობიდან შემოსავლის სახით 480 000 დოლარი მიიღო, ასევე უკრაინაში რეგისტრირებული "ნესტ გრუპის" 50%-იანი წილის ფლობიდან - 250 000 ათასი ევრო. კალაძემ 2012-2017 წლებში "ქართულ ოცნებას" ჯამში 165 550 ლარი შესწირა.

ალეკო ელისაშვილი

დამოუკიდებელ კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის ქონება ასეთია: ელისაშვილი თბილისში, ვეძინის 14-ში მდებარე 143 კვ.მ. შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრეა მანანა მელიქიშვილსა და თამარ კილასონიძესთან ერთად.

ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ზაალ უდუმაშვილს საჯარო რეესტრის მონაცემებით არც ბიზნესწილი აქვს და არც ანგარიშზე რაიმე თანხა. უდუმაშვილი თბილისში, ატენის ქუჩაზე ბინისა და მცხეთის სოფელ მამკოდაში მიწის ნაკვეთის მფლობელია.

ელენე ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი ელენე ხოშტარია ფლობს ორ მიწის ნაკვეთსა და ორ სახლს. 2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, ხოშტარიას საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი ტაბახმელასა და იყალთოში, საცხოვრებელი სახლი ტაბახმელაში და აგარაკი იყალთოში. მეუღლე ირაკლი ბერიძე 2 ბინას ფლობს თბილისში სულხან ცინცაძისა და საბურთალოს ქუჩებზე. ასევე თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ბინის თანამესაკუთრეა. ელენე ხოშტარიამ 2017 წლის 16 მაისს "ევროპულ საქართველოს" 5 000 ლარი შესწირა.

ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატ ირმა ინაშვილის ქონებასა და ბიზესინტერესებზე ინფორმაცია ასევე ქონებრივი დეკლარაციიდანაა აღებული. 2017 წლის 13 იანვარს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, ინაშვილი ფლობს თბილისში, კაჭარავას ქუჩაზე მემკვიდრეობით მიიღებულ მიწის ნაკვეთს. ასევე ბაზალეთში არასაცხოვრებელ ფართს. ლიკანში 10 დოლარად შეძენილი აქვს 49 კვ.მ ბინა. ინაშვილის მეუღლე კახაბერ კევლიშვილი ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ ბინას თამარაშვილის ქუჩაზე და არასაცხოვრებელ ფართს პეტრიწის ქუჩაზე. ირმა ინაშვილი "მედიასახლ ობიექტივის" 28.5%-იანი წილის მფლობელია.

გიორგი გუგავა

„ლეიბორისტული პარტიის წევრ გიორგი გუგავას საკუთრებაშია ერთი ბინა, რომელიც თბილისში, მიროტაძის ქუჩაზე მდებარეობს. სხვა ქონება საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება. მას 2012-14 წლებში ლეიბორისტული პარტიისთვის ჯამში 30 900 ლარი აქვს შეწირული. "დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს" კანდიდატ კახაკუკავას სახელზე საჯარო რეესტრშიარანაირი სახის ქონება არ ირიცხება. კუკავას ბოლოქონებრივი დეკლარაციისთანახმად, დედა -დალი შენგელია წყნეთში საცხოვრებელ სახლსა დამიწის ნაკვეთს ფლობს. დეკლარაციის შევსების შემდეგ,2015 წლის აგვისტოში, კახა კუკავამ ბადრი ნიაურთან ერთად დააფუძნა საადვოკატო კომპანია "ნიაური და კომპანია", სადაც მას 50% ეკუთვნის და 50%-ს ფლობს კომპანიაში "ნიკოლაძე და კუკავა". კახა კუკავამ 2012-2017 წლებში "თავისუფალ საქართველოს", "ახალ მემარჯვენეებს", "პატრიოტთა ალიანსს", "დემოკრატიულ მოძრაობას" ჯამში 43 ათას ლარზე მეტი შესწირა. (წყარო: გაზეთი "რეზონანსი")