წინასწარი მონაცემებით, თბილისის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში "ქართული ოცნება" 52,96%-ით პირველ ადგილზეა - კვირის პალიტრა

წინასწარი მონაცემებით, თბილისის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში "ქართული ოცნება" 52,96%-ით პირველ ადგილზეა

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში თბილისის მასშტაბით 52,96 %-ით "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ლიდერობს.

ამ დროისთვის 737 უბნიდან 709 უბნის მონაცემებია დათვლილი.

უფრო კონკრეტულად, პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე გამოიყურება:

"ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო" – 34 337 ხმა (9,19 %), "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო" – 11 838 (3,17%), "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 65 862 (17,62 %), "რესპუბლიკური პარტია" – 6024 (1,61 %), "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 21 078 (5,64 %), "მემარცხენე ალიანსი - 521 (0, 14 %), "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 14 536 (3,89 %), "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია" – 584 (0, 16 %), "მშრომელთა სოციალისტური პარტია" – 842 (0,23%), "საქართველო" – 1507 (0,4 %), "გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო" – 12 857 (3,44 %), "ზვიადის გზა" – 903 (0,24 %), "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" – 2296 (0,61 %), "სახალხო - ხალხის ერთსულოვნება" – 2296 (0,61 %), "პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა" – 1830 (0,49 %), "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 197 961 (52,96 %).

არჩევნების წინასწარი შედეგები იხილეთ ბმულზე