თამაზ მეჭიაური: "აუცილებელია პარლამენტში შეისწავლონ, როგორ აფორმებს ქუცნაშვილი ოჯახის წევრებზე ბიზნესებს"
30-10-2017
თამაზ მეჭიაური: "აუცილებელია პარლამენტში შეისწავლონ, როგორ აფორმებს ქუცნაშვილი ოჯახის წევრებზე ბიზნესებს"
ზაქარია ქუცნაშვილი: "წარადგინოს მტკიცებულება, რატომ მეკუთვნის ფოსტისა და კულტურის სახლის შენობა"

გია ხუხაშვილი: "მმართველ გუნდში სერიოზული ინტელექტუალური დეფიციტია"


თამაზ მეჭიაური თიანეთის მერია - მცხეთის სასამართლოს ორივე ინსტანციამ­ მეჭიაურისა და საქართველოს ახალგაზრდა­ იურისტთა ასოციაციის ერთობლივი საჩივარი ძალაში დატოვა და თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გაუქმებულად ცნო. როგორ გაგრძელდება თიანეთის მერისა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანი ურთიერთობა? "კვირის პალ­იტრა" თამაზ მეჭიაურს დაუკავშირდა:

- თიანეთში ხალხის მხარდაჭერას ყოვ­ელთვის ვგრძნობდი, ყველა არჩევნები­ მოგებული მაქვს და
ახლაც ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი,­ თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ზაქარია ქუცნაშვილი ასე დამიპირისპირდებოდა - ადმინისტრაციული­ რესურსი სრულად გამოიყენა და როდესაც მიხვდა, რომ მისი ფავორიტი კანდ­იდატი ლელა ქიტესაშვილი არჩევნებში დამარცხდა, ხმის დათვლის პროცესში სპეცრაზმი ჩართო. ყველაზე სამ­არცხვინო ის იყო, რომ კიდევ აქეთ მიწერდნენ საჩივრებს, არჩევნები გააყალბეო­. როგორ
უნდა გამეყალბებინა, როდესაც კომისიებში ერთი წარმომადგენელიც კი არ მყავდა?

- მართალია, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდით არჩევნებში, თუმცა ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი მხარს გიჭერდათ.

- მე ხალხი მიჭერდა ხმას, თუ იმას გულისხმობთ, უყვართ თუ არა ქუ­ცნაშვილი "ქართულ ოცნებაში", არა მგონია ვინმე ასე იყოს მის მიმართ განწყობილი - ყველამ იცის, რომ ქუცნაშვილი ყველაფერს საკუთარ ინტერესებს არგებს, თიანეთში ხმებს­ ავრცელებდა, მუნიციპალიტეტში გზებს ცენტრალური ხელისუფლება კი არა, მე ვაკეთებო, არადა, თიანეთში გზების მასშტაბური პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა. ამიტომაც ვთქვი, რომ მას მატყუარას და ცუილას ეძახიან.

პარლამენტში უნდა შეი­სწავლონ ქუცნაშვილის საქმიანობა, მეც დავეხმარები ინფორმაციების მოძიებაში, მათ შორის, რა ქონება იყიდა თიანეთში და როგორ აფორმებს ოჯახის წევრებზე ბიზნესებს.

- ქუცნაშვილის მთავარი ბრალდების პათოსი იყო, რომ თქვენ მისი დახ­მარება არ და­აფასეთ - ქუცნაშვილი მართლაც ლობირებდა თქვენი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას?

- რად მინდოდა ქუცნაშვილის ლობირება? ასეთი სისულელეები შეიძლება თიანეთს გარეთ ვიღაცას მართლა დაეჯერებინა, თუმცა რაიონში სასაცილოდაც არავის ეყო მისი განცხადებები ჩემს ლოთობასა და მისი დახმარებით დაწინაურებასთან დაკავშირებით. ასეთი მატყუარა რომ არის, იმიტომაც ვერ ბედავს ხალხთან გამოჩენას. ჰკითხეთ თიანელებს, ბოლოს როდის შეხვდნენ ქუცნაშვილს!

- ასეთი დაპირისპირების ფონზე, როგორ წარმოგიდგენიათ მერობის პერიოდში მაჟორიტართან თანამშრომლობა?

- არავისთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, თიანეთისთვის კი ბოლომდე დავი­ხარჯები. ვიცი, რომ ცვლილებები გამგეობაში დაიწყება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროფესიონალ ადამიანებს­ დავითხოვ. პირიქით, ყველა კარგ კადრს შევინარჩუნებ და პრობლემების გადაჭრას შევუდგები.

ზაქარია ქუცნაშვილი:
- სასამართლოს გადაწყვეტილებით გაოგნებული ვარ... ოპოზიციის საერთო კანდიდატად იმიტომ მოვიხსენიებ მეჭიაურს, რომ მას მხარი დაუჭირეს "ლეიბორისტებმა", "ნაციონალებმა", "პატრიოტთა ალიანსმა" -კონკურენტი­ არ დაუყენეს, სანაცვლოდ კი მეჭიაურის საარჩევნო სიაში აღმოჩნდნენ.

- ამ ფონზე მოქმედ დეპუტატს თქვ­ენივე მაჟორიტა­რული ოლქის მერთან როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა?

- ადამიანთან, რომელიც თანამდებობის მოპოვებას შეურაცხყოფით ცდილობს, თანამშრომლობას არ ვგეგმავ.

- ვფიქრობ, თქვენ მეტად შეურაცხყავით,­ როდესაც აღნიშნეთ, რომ გალოთებული მეჭიაური მიიყვანეთ პარტიაში.

- სატელევიზიო ეთერში გაჟღერებულ ჩემს განცხადებას სასამართლოზე გავლენა არ უნდა მოეხდინა... საერთოდ, სიმართლე ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია - ყველა წაქცეულს გავუწვდი ხელს, რომ საზოგადოებასა და ქვეყანას ემსახუროს.

- თქვენი შეფასებით, "ლოთ" და "კორუ­მპირებულ" ადამიანსაც გაუწევთ რეკომენ­დაციას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯ­დომარედ დანიშვნაზე? სხვათა შორის, თქვენი ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა არ დაადასტურა.

- სულ სხვა კონტექსტში ვისაუბრე კორუმპირებულობაზე. ის მუშაობდა საგადასახადო სისტემაში, რომელიც "გაისთან" ერთად ყველაზე კორუმპირებულ უწყებად ითვლებოდა. მისი გალოთებაც რეალობაა - ბევრი ცდილობს ალკოჰოლით დაიწყნაროს ნევრები. რაც შეეხება უსუფაშვილის განცხადებას, ის ვერც გაიხსენებდა ჩემს შესვლას მის კაბინეტში, რადგან დოკუმენტი მეჭიაურის კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით თანაშემწემ მიაწოდა. თუმცა, მანამდე პირადად შევადგინე დოკუმენტი ფრაქციაზე განხილვის შემდეგ და ამას 30 ადამიანი დაადასტურებს, მათ შორის, მეჭიაურის შვილიც...

- გუნდი თუ გიჭერთ მხარს? - ვრცე­ლდება ხმები, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენელი მეჭიაურის პოზიციას იზიარებს.

- პირიქით, ბევრმა დამირეკა და მიესალმნენ, რომ შეცდომის აღიარება შევძელი და ისიც გავახმოვანე, რომ ბიძინა ივანიშვილმა კი არა, ჩემი რეკომენდაციით მივიყვანე პარტიაში. ჩემი პოზიცია ასეთია - წაქცეულს ხელი უნდა გაუწოდო და შეგეშინდეს, რომ ის ზურგში დანას ჩაგარტყამს, თუმცა იმასაც მივხვდი, 50 წლის ასაკში ადამიანის გამოსწორება შეუძლებელია.

- მეჭიაური ახლა პარლამენტისგან ითხოვს, შეიქმნას კომისია, რომელიც თქვენს კორუფციულ საქმიანობას გამოავლენს.

- თამაზის არაკომპეტენტურობა ამ მოთხოვნაშიც ჩანს - სამჯერ გახლდათ პარლამენტის წევრი, თუმცა დღემდე არ იცის, როგორ იქმნება პარლამენტში კომისია, ან რომელი ორგანო სწავლობს ქონებრივ დეკლარაციას. მეჭიაური სამი თვის განმავლ­ობაში აწარმოებდა ჩემს წინააღმდეგ აღვირახსნილ კამპანიას, თუმცა მე თმენის ვალდებულებით შევბოჭე საკუთარი თავი და უზრდელ ადამიანზე არაფერი მითქვამს. მოიტანოს მტკიცებულება, სად მაქვს თიანეთში ასობით ჰექტარი მიწა, ან რატომ მეკუთვნის მე ფოსტის, სასტუმროსა თუ კულტურის სახლის შენობა. სახელმწიფოსგან მხოლოდ 136 კვ/მ ფართობის მიწა აუქციონის წესით შევიძინე, ისიც ჩემს სოფელში, რაც შეეხება კერძო პირებისგან შეძენილ ქონებას, ეს კანონის დარღვევა არ გახლავთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები