ვინ არის მიხეილ ჩხენკელი, ვინც განათლების მინისტრის პოსტზე ჯეჯელავას შეცვლის?
ვინ არის მიხეილ ჩხენკელი, ვინც განათლების მინისტრის პოსტზე ჯეჯელავას შეცვლის?
უახლოეს მომავალში საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლება, რომელსაც პარლამენტის ნდობის მიღება მოუწევს.

ცვლილებების თაობაზე განცხადება ოფიციალურად უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ახალ მთავრობაში ორი ახალი ადამიანია - ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათავეში ჩაუდგება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკული "პროფესორის ოსკარის" მფლობელი მიხეილ ჩხენკელი.

მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანმადებობა 2016 წლის ნოემბერში დაიკავა.

თუ მის ბიოგრაფიას გადავავლებთ თვალს, გავარკვევთ, რომ მიხეილ ჩხენკელმა
ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან ასევე წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი.

ჩხენკელმა სწავალა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო, სადაც დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. მას მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული
წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი.

მიხეილ ჩხენკელი არის ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

იხილეთ ასევე: ვინ რჩება და ვინ მიდის? - დიდი სამთავრობო ცვლილებები
ani
13 ნოემბერი 2017 16:32
არ ვიცნობ, მაგრმა კარგად არ მენიშნა, ისევ "ამერიკული" ამერიკული". Bატონო ერტი კარტულად მოაზროვნე არ აკუტვნის საკარტველოს განატლების სამინისტროს ?? ღმერტმა კნას კარტული და ეროვნული ცნობიერება აამაღლოს საკარტველოს განატლების სისტმეაში, მაგრამ სამწუხაროდ ეჭვი მეპარება. ესეც ამერიკული მხარიდან , ისევე როგორც ჯეჯელავა იყო მატი მოსაწონი კანდიდატურა, ჩხენკელიც იმავე კურსს გააგრძელებს, მინდა რომ ვცდებოდე...
..
13 ნოემბერი 2017 13:54
და მაინც...სალიერის გავს, ...ჩხენკელი
13 ნოემბერი 2017 13:38
მთავარია ვაშლების დარიგება არ გამორჩეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?