"კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე" - რა აკავშირებს უტა ივანიშვილთან და რა ქონებას ფლობს მომავალი ფინანსთა მინისტრი?
"კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე" - რა აკავშირებს უტა ივანიშვილთან და რა ქონებას ფლობს მომავალი ფინანსთა მინისტრი?
უახლოეს მომავალში საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლება, რომელსაც პარლამენტის ნდობის მიღება მოუწევს.

ცვლილებების თაობაზე განცხადება ოფიციალურად უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ახალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე, რომელიც "საქართველოს რკინიგზის" დირექტორად 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა.

მამუკა ბახტაძე 1982 წელს თბილისში დაიბადა, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. ის ფლობს მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, 2010 წელს INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკცია. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გაიცნეს ერთმანეთი
უტა ივანიშვილმა და მამუკა ბახტაძემ.

ქართული პრესა მათი მეგობრობის თაობაზე საკმაოდ ბევრს წერდა.

ბახტაძე 2013 წლამდე მუშაობდა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში", გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნული კომპანია დავით ბეჟუაშვილის "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შედიოდა". მცირე ხნის განმავლობაში ბახტაძე "ცენტრპოინტ ჯგუფშიც" მუშაობდა.

ერთი პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას უნდა შეეცვალა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი.

მანამდე მას ივანიშვილის შემცვლელადაც კი ასახელებდნენ, რაზეც ჰკითხეს კიდეც ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კითხვას ასე უპასუხა: "თქვენ კარგად მიკარნახეთ, კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე. სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება
ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს".

რა ქონებას ფლობს მომავალი ფინანსთა მინისტრი?

2017 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მამუკა ბახტაძე ფლობს საცხოვრებელ სახლს მცხეთაში, კოსმონავტების ქუჩაზე და ასევე მიწის ნაკვეთს ამავე ქალაქში.
დეკლარაციის შევსებისას მას "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 25 637,93, დოლარი, "ვი–თი–ბი ბანკის" მიმდინარე ანარიშზე 22 543,86 ლარი, ხოლო "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 6 840,23 ლარი ერიცხებოდა.

არ ფლობს ავტომობილს.

მისმა შემოსვალმა 2016 წელს სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 220 474 ლარი, შპს "ჯორჯია ტრანზიტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 45 662 ლარი, შპს "ჯრ ტრანზიტ ლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანადებობაზე კი 18 552 ლარი შეადგინა.

მოამზადა ანა გიორგაძემ
000
17 ნოემბერი 2017 16:10
მამუკაც კარგია და უტაც, კარგები , მცოდნეები არიან, ასე რომ დაწყნარდით.
მედეა
15 ნოემბერი 2017 12:15
პერსპექტიული ჩანს, ნაცებთანაც გამონახავს რამე საკონტაქტოს და იქნება დამთავრდეს ნაცების პირგამეხებული ოპოზიციონერობა--გულს რომ აწუხებს და არაფერში ადგება საქართველოს. ვუსურვებ მას დიდ წარმატებას --საფინანსო საკითხში თუ წინ წაიწევა საქართველო--იქნება ჩვენზეც დადებითად აისახოს ეს---ნეტავი! მე ყველაზე მეტად განათლების მინისტრი მომწონს. ნამდვილად მიისტრის შესახედაობაც და კვალიფიკაციაც აქვს. იქნება დაადგეს ნიჭიერ ქართველ მომავალ თაობას საშველი და იაპონელების განათლების სისტამისნაირ განათლებას ეზიაროს, რომ თავისი შესაძლებლობა აქვე, თავის სამშობლოში გამოავლინოს და რეალიზაციაც შესაბამისი ხრიკებისა და ნაცნობების გარეშე შეძლოს!
kaki
14 ნოემბერი 2017 11:52
მომავალი პრემიერი
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?