6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა - მერის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა - მერის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
12 ნოემბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 საარჩევნო სუბიექტში - თვითმმართველ ქალაქ, ქუთაისში და თვითმმართველ თემებში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთისა და მარტვილში მერების არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა. არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 33.32% შეადგინა.

ცესკოს მონაცემებით, ყველაზე დაბალი აქტივობა ქუთაისში 18.10% დაფიქსირდა.

მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 109 381 ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა აქტივობა ყაზბეგში იყო 53.02%, ხაშურში - 34.75%, ბორჯომში - 52.90%, ოზურგეთში - 56.65%, მარტვილში - 38.68%, ქუთაისში კი 18.10%.

გენდერული
კუთხით, მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ქალი ამომრჩევლების 50.28%-მა, ხოლო 49.72% კაცი ამომრჩეველი დაფიქსირდა.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა, ხოლო ერთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

კერძოდ, ქუთაისში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87,55%-ით გაიმარჯვა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც მეორე ტურში არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა კანონის თანახმად, ბიულეტენზე მისი გვარი მაინც იყო დატანილი, ხმათა 12,45% მიიღო.

რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდარმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ხმათა 68,65%-ით გაიმარჯვა, მისმა
კონკურენტმა "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა 31,35% მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, ხაშურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% დააგროვა და გაიმარჯვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ - 38, 69%.

ბორჯომში, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებულია "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია ხმათა 55.22%-ით, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ კი ხმათა 44,78% მიიღო.

მარტვილში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმათა 93,04%-ით გაიმარჯვა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა დანელიამ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა, ხმათა 6,96% დააგროვა.

რაც შეეხება ოზურგეთს, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ხმათა 50,11%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ კი ხმათა 49,89% დააგროვა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?