კახა კალაძის მოადგილეების ვინაობა ცნობილია - მათ შორის ერთი ნარმანიას მოადგილეა
კახა კალაძის მოადგილეების ვინაობა ცნობილია - მათ შორის ერთი ნარმანიას მოადგილეა
თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ მისი მოადგილეები წარადგინა. კალაძეს სულ 5 მოადგილე ეყოლება, მათ შორის ვიცე მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. ხმალაძე ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც კალაძის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გარდა ამისა, მერის მოადგილეები იქნებიან: გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე; გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას დავით ნარმანიას დროსაც იკავებდა და შესაბამისად, პოსტს ინარჩუნებს, ასევე კიდევ ერთი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იქნება, რომელიც ენერგეტიკის სფეროში ეკონომიკური და ინფრასრუქტურული მიმართულებით მუშაობდა.

მეხუთე მოადგილეს, კახი კალაძის თქმით, უახლო
ეს მომავალში დაასახელებს და ეს ილია ელოშვილი იქნება, რომელიც ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებს.

"ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო სლოგანი, არამედ ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი გუნდის მიზანი. მიზანი, რომ შესაძლებლობებით, ზრუნვით, სილამაზით და სიცოცხლით იყოს სავსე ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, ყევლა ქუჩა და ყველა ადამიანისთვის კომფორტული და სასურველი იყოს ამ ქალაქში ცხოვრება. საარჩევნო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური დაპირებების აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური და ენერგიული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება",
- განაცხადა კალაძემ.
ნინო
14 ნოემბერი 2017 01:32
ტრიალებს ბრუნავს, ტრიალებს ბრუნავს, კარუსელი რომ ჰქვიააააოო....... ჩენ ვიკითხოთ მშიერ–მწყურვალები რომ შევყურებთ გაფართოვებული თვალებით და ყბაჩამოვარდნილები, თორემ, ახალი ადგილი უკვე დაბევებული აქვს ყველას. გააკეთეს რამე, იმისთვის რომ ხალხს ამოესუნთქა. ა რ ა ფ ე რ ი ც. ხოოოდა, ნურც ამის შემდეგ გვექნება იმედი. სიცოცხლით სავსე ქალაქი––მდიდრებს! ...ყველამ თავის მამიდას მოუაროსოოოოოო! აბა, თუ გაუშვებთ!
Tamar lomidze .molano
13 ნოემბერი 2017 16:59
Iqneb gveshvelos raime.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?