ვინ შეცვლის უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის თანამდებობაზე?
ვინ შეცვლის უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის თანამდებობაზე?
საქართველოს მოქმედ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს უმთავრდება და ახალი სახალხო დამცველი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის მიზანია, უჩა ნანუაშვილის შემცვლელი 7 დეკემბრამდე აირჩიონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა ფრაქციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატი პარლამენტს არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა წარუდგინონ. არსებული ცნობით, განიხილება არასამთავრობო სექტორიდან რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის ანა ნაცვლიშვილის და ვახუშტი მენაბდის.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.
"ძალიან
სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე - შესაბამის ფორმატში", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

კონსტიტუციონალის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, მისი კანდიდატურის შესახებ, სხვა კანდიდატურებთან ერთად, არასამთავრობო სექტორი მსჯელობს.

"არავითარი კონსულტაცია "ევროპულ საქართველოსთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან"
არ მქონია. გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად არასწორი. მეც, როგორც თქვენ, თვალყურს ვადევნებ საინფორმაციო სივრცეში გაჟღერებულ სიახლეებს. ჩემთვისაც ეს საკითხი სწორედ ამგვარად გახდა ცნობილი. ოფიციალური შემოთავაზება და კონსულტაცია არ მქონია არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან.
პირველ რიგში, ის, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და ამ კონტექსტში ჩემი სახელი და გვარი არის გაჟღერებული, ძალიან დიდი პატივია, რადგან სახალხო დამცველის თანამდებობა და ინსტიტუტი კონსტიტუციურად ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, დიდი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საქმიანობდა, ეს შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს", - განუცხადა მენაბდემ "ინტერპრესნიუსს".

არსებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასევე განიხილება სოფო ხორგუანის კანდიდატურაც. "პირველ არხთან" საუბარში სოფო ხორგუანი აცხადებს, რომ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, თუმცა სმენია, რომ მისი კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე განიხილება.

"გააჩნია, როგორი შემოთავაზება იქნება. ეს ისეთი სამსახურია, ამაზე უკეთესი, ღირსებით სავსე, პატივსაცემი და ადამიანების დაცვაზე მადლიანი საქმე არ არსებობს. ამაზე უფრო სასარგებლო რა უნდა იყოს", - განაცხადა ხორგუანმა.

gio
17 ნოემბერი 2017 09:14
ესენი რისი ან ვისი დამცველები არიან? ხალხი რითი უნდა დაიცვან, ლაქლაქით? კარგი რა, შეეშვით ხალხის გაბაიბურებას.ის ამათზე "ჯანიანი" იყო და ვერაფერი გააწყო.
გიორგი
16 ნოემბერი 2017 15:16
თუ ნანუაშვილის ასლს მოძებნიან სახალხო დამცველი მართლაც მეეჭვება რომ ქვეყანას წაადგეს
kai
16 ნოემბერი 2017 14:21
"ზუ 15 ნოემბერი 2017 15:06
გასაუქმებელია ეგ პოსტი!" მათლაც.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?