კახა კალაძე: "თბილისის გამგეობებში რეორგანიზაცია დაიწყება" - კვირის პალიტრა

კახა კალაძე: "თბილისის გამგეობებში რეორგანიზაცია დაიწყება"

თბილისის მერის კახა კალაძის განაცხადებით, თბილისის გამგეობებში რეორგანიზაცია დაიწყება და ამ მიმართულებით საზოგადოება დეტალებს უახლოეს მომავალში გაიგებს.

"როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ოპტიმიზაციაზე და რეორგანიზაციაზე, რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება მხოლოდ მერია. გამგეობებშიც იქნება რეორგანიზაციები და იქნება ოპტიმიზაცია. რა და როგორ გაკეთდება, ამას მომავალში საზოგადოება გაიგებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, გუშინ, თბილისის 10 რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. (იხილეთ)