მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მძღოლი სასტიკადაა ნაცემი - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მძღოლი სასტიკადაა ნაცემი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უცნობმა პირებმა მისი მძღოლი სასტიკად სცემეს, -ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.

"მას შემდეგ, რაც ბოლო თვის განმავლობაში საქართველოში გააძევეს ჩემი დაცვის ყველა წევრი და ჟურნალისტი, რომელიც თან მახლდა და ჩემს საქმიანობას აშუქებდა, მხოლოდ ჩემს მძღოლთან, ვლადიმერთან ერთად დავრჩი. ღამით მას ორი უცნობი პირი დახვდა სახლთან და სასტიკად სცემა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, უშუალო გარემოცვაზე დარტმით ცდილობენ მისი უკრაინიდან გაძევებას.