სააკაშვილი: "პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან მე უკრაინა მასზე ძლიერ მიყვარს" - კვირის პალიტრა

სააკაშვილი: "პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან მე უკრაინა მასზე ძლიერ მიყვარს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ მისი "ფეისბუკის" გვერდი გატეხეს. "გუშინ ჩემი გვერდი გატეხეს და კიევში ქართველების გატაცების შესახებ რამდენიმე პოსტი წაშალეს. ნუთუ სიმართლე ასე ძალიან არ მოგწონთ? "ფეისბუკში" პოსტის წაშლა ადვილია, მაგრამ ხალხს ყველაფერი ახსოვს. დანაშაულებზე პასუხისგება მოგიწევთ. ახლა კი ვაბრუნებ წაშლილ პოსტს:

"დაკავებული ქართველები სამი ვერტმფრენით კიევიდან ოდესაში გადაიყვანეს. ოპერაციას ვალერი გელეტეი პირადად ხელმძღვანელობდა. პისტოლეტის კონდახით სცემეს ჟურნალისტ თამაზ შავშიშვილს. ოდესაში მათ დახვა გენერალი კოსიკი და დასვა ბორანზე, რომელზეც დაკავებულებს საქართველომდე სპეცრაზმის 50 მებრძოლი დარაჯობდა. ეს გენერალ გელეტეის მორიგი "ბრწყინვალე" ოპერაციაა. ის, რომ პრეზიდენტის დაცვის უფროსი ქართველების უკანონო დეპორტაციით არის დაკავებული, ნათლად მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ ეშინია ჩემი პოროშენკოს.

მას ეშინია, ვინაიდან, ბევრისგან განსხვავებით, ჩემი შეშინება, მოსყიდვა ან პუტინის აგენტად გამოცხადება არ გამოვა. მას ეშინია, ვინაიდან მე უკრაინა მასზე ძლიერად მიყვარს და, მისგან განსხვავებით, არასდროს გამიძარცვავს ეს ქვეყანა. და კიდევ, მე, მისგან განსხვავებით, წარმატების ისტორია მაქვს", - წერს სააკაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"