"პროკურორის კი არა, პრეზიდენტის შვილი რომ იყოს, არ მეგულება ადამიანი ჩვენს გუნდში, ვინც დამნაშავეს დაიცავს" - კვირის პალიტრა

"პროკურორის კი არა, პრეზიდენტის შვილი რომ იყოს, არ მეგულება ადამიანი ჩვენს გუნდში, ვინც დამნაშავეს დაიცავს"

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც 2 მოზარდი შეეწირა "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა:

"15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!

საკუთარი ბავშვების მენტალიტეტს მიხედეთ, სანამ სხვისი ჭკუის სწავლებას და ვიშვიშს დაიწყებთ..."

პარლამენტის წევრი ასევე აღნიშნავს, რომ "პრობლემა იმაში კი არ არის, ვისი შვილია (დამნაშავე), იმაშია, მთელი დღე რომ ეძებს და არკვევს პოლიცია დამნაშავეებს და ამდენი მხილველი დუმს".

"ისედაც ძალიან მძიმე ფონია საზოგადოებაში და ძალიან გთხოვთ, ნუ ავრცელებთ ჭორებს - პროკურორის კი არა, პრეზიდენტის შვილი რომ იყოს, მე არ მეგულება ადამიანი ჩვენს გუნდში, ვინც დამნაშავეს დაიცავს. პრობლემა იმაში კი არ არის, ვისი შვილია, იმაშია, მთელი დღე რომ ეძებს და არკვევს პოლიცია დამნაშავეებს და ამდენი მხილველი დუმს!", - აცხადებს ნინო წილოსანი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების მიზნით ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).