სახურავზე მყოფი სააკაშვილი: "არ მისცეთ პოროშენკოს უფლება პუტინის ბრძანებით გამიტაცონ" - კვირის პალიტრა

სახურავზე მყოფი სააკაშვილი: "არ მისცეთ პოროშენკოს უფლება პუტინის ბრძანებით გამიტაცონ"

პეტრო პოროშენკოს არ მისცეთ უფლება პუტინის ბრძანებით გამიტაცონ, - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან შეკრებილ მხარდამჭერებს.

"არ მისცეთ მათ საშუალება ეს დანაშაული ჩაიდინონ. მათ სურდათ ჩემი გატაცება, მაგრამ არ გამოუვიდათ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს.

"ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას", - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"