სპეცრაზმმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი შენობიდან გამოიყვანა - კვირის პალიტრა

სპეცრაზმმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი შენობიდან გამოიყვანა

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან გამოიყვანა. უკრაინულ მედიაში ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მისი შენობიდან გამოყვანის კადრები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა.

საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება.

"ინტერპრესნიუსი"