ერთი ვერსიით, პრემიერმა გროისმანმა ჩვენი ხელისუფლების პირველ პირებთან სააკაშვილის დაკავების დეტალებიც კი შეათანხმა
ერთი ვერსიით, პრემიერმა გროისმანმა ჩვენი ხელისუფლების პირველ პირებთან სააკაშვილის დაკავების დეტალებიც კი შეათანხმა
საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორო მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს. ის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი დაკავება და ქვეყნიდან ექსტრადირება 10 დეკამბრამდე იგეგმებოდა. კულუარებში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ "თბლისის აბრეშუმის ფორმში მონაწილეობისთვის" ჩამოსულ უკრაინის პერემირ-მინისტრ გროისმანთან სააქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა სააკაშვილის დაკავების დეტალებიც კი შეათანხმეს.


ერთი ვერსიით, მ
ისი ექსტრადირება საქართველოში იგეგმება, მეორე ვერსიით კი ის შესაძლოა პოლონეთში დააბრუნონ, საიდანაც უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა. ასეა თუ ისე, სააკაშვილის საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფიაში ახალი ფურცელი იშლება, ის სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით გამოიყვანა სახლიდან, რომლის სახურავიდანაც მომხრეებს ფეხზე დადგომისა და მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. სააკაშვილი ამგვარ განცხადებებს ერთი კვირის წინაც აკეთებდა, როდესაც მან თანამებრძოლებს მისი დაკავების შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციისა და სხვადასხვა სამთავრობო შენობების პიკეტირებისა და ბლოკირებისკენ მოუწოდა.

როგორც ირკვევა, უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, პარლამენტში განცხადებას გააკეთებს ე.წ. მიხომაიდანის დაფინანსების წყაროებზე და სავარუდოდ ამ საქმეზე წაუყენებენ სააკაშვილს ბრალს.


ერთ-ერთი ინფორმაციით, სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევასა და დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას ედავებიან, რაც 3-დან 5 წლამდე
პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ წუთას მისი მომხრეები კიევში იკრიბებიან, რამდენად დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვება სააკაშვილის დაკავებას უკრაინაში ამაზე ბევრად იქნება თვითონ სააკაშვილისა და ასევე იმ ოპოზიციური ფრთის ბედი, რომელსაც ის წარმოდგენს.


იხილეთ ასევე: სახურავზე მყოფი სააკაშვილი: "არ მისცეთ პოროშენკოს უფლება პუტინის ბრძანებით გამიტაცონ"

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)
მარინა
05 დეკემბერი 2017 15:22
ეხ კი იზეიმა სამართამა მისას დაკავებით მაგრამ ძალიან გვიან. ამდენი ადამიანი გაგვაუბედურა და მომავალი წაგვართვა და ახლა გინდა დაიჭირეთ და გინდა სულაც მოკალით ჩემი ცხოვრებარა უკან დაბრუნდება ???. ამიტომ სსულ ტყუილია თურმე რომ მტრის დასჯა სასიამოვნოა, უბრალოდ სულ ოდნავ გფხანს გულს მეტი არაფერი.
სიმართლე , რომელიც არავის უნდა
05 დეკემბერი 2017 14:09
სააკაშვილი თავის სათქმელს იტყვის. ეს ის სცენარია, ძველი ბიჭები დედიკოს ბიჭის გაფუჭებას რომ გეგმავენ და ამისთვის ყველა გზას იყენებენ.
პიარი ძალინ ცუდია იარაღია: ის ხშირად ჩვეულებრივ ადამიანს ტირანად აქცევს და ტირანს ჰუმანისტად. მაგრამ ოდესღაც ყველაფერი თავის ადგილს აუცილებლად დაუბრუნდება. ყველა ცოდვილია, თუმცა ვინ მეტი, ვინ ნაკლები - ამის შეფუთვაა პიარი.
სამწუხაროდ ახლადგამოჩეკილ ვითომ დემოკრატიებში ეს პრობლემები უფრო მძაფრია. ჩვენ უკვე ავცდით სწორ გზას საკმაოდ, მაგრამ ეს უბრალოდ დორებითი შეფერხებაა. განვითარება ცოდნის და სიყვარულის გარეშე არ ხდება. ჩვენც და უკრაინასაც ხელისუფლებაში დღეს ორივეს დეფიციტი გვაქვს - სამწუხაროდ ეს ფაქტია.
antibneleti
05 დეკემბერი 2017 13:19
სატანა ხარობს და ცეკვავს, მაგრამ "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა