ერთი ვერსიით, პრემიერმა გროისმანმა ჩვენი ხელისუფლების პირველ პირებთან სააკაშვილის დაკავების დეტალებიც კი შეათანხმა - კვირის პალიტრა

ერთი ვერსიით, პრემიერმა გროისმანმა ჩვენი ხელისუფლების პირველ პირებთან სააკაშვილის დაკავების დეტალებიც კი შეათანხმა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორო მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს. ის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი დაკავება და ქვეყნიდან ექსტრადირება 10 დეკამბრამდე იგეგმებოდა. კულუარებში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ "თბლისის აბრეშუმის ფორმში მონაწილეობისთვის" ჩამოსულ უკრაინის პერემირ-მინისტრ გროისმანთან სააქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა სააკაშვილის დაკავების დეტალებიც კი შეათანხმეს.

ერთი ვერსიით, მისი ექსტრადირება საქართველოში იგეგმება, მეორე ვერსიით კი ის შესაძლოა პოლონეთში დააბრუნონ, საიდანაც უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა. ასეა თუ ისე, სააკაშვილის საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფიაში ახალი ფურცელი იშლება, ის სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით გამოიყვანა სახლიდან, რომლის სახურავიდანაც მომხრეებს ფეხზე დადგომისა და მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. სააკაშვილი ამგვარ განცხადებებს ერთი კვირის წინაც აკეთებდა, როდესაც მან თანამებრძოლებს მისი დაკავების შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციისა და სხვადასხვა სამთავრობო შენობების პიკეტირებისა და ბლოკირებისკენ მოუწოდა.

როგორც ირკვევა, უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, პარლამენტში განცხადებას გააკეთებს ე.წ. მიხომაიდანის დაფინანსების წყაროებზე და სავარუდოდ ამ საქმეზე წაუყენებენ სააკაშვილს ბრალს.

ერთ-ერთი ინფორმაციით, სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევასა და დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას ედავებიან, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ წუთას მისი მომხრეები კიევში იკრიბებიან, რამდენად დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვება სააკაშვილის დაკავებას უკრაინაში ამაზე ბევრად იქნება თვითონ სააკაშვილისა და ასევე იმ ოპოზიციური ფრთის ბედი, რომელსაც ის წარმოდგენს.

იხილეთ ასევე: სახურავზე მყოფი სააკაშვილი: "არ მისცეთ პოროშენკოს უფლება პუტინის ბრძანებით გამიტაცონ"

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)