უკრაინის გენპროკურორი: "სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო" - კვირის პალიტრა

უკრაინის გენპროკურორი: "სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო"

მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კუჩენკო.

როგორც ლუცენკომ განაცხადა, აღნიშნული მიზნებისათვის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დღეს დააკავეს

"ინტერპრესნიუსი"