"მთელ კიევს, მთელ უკრაინას მოვუწოდებ, გამოდით ქუჩაში!" - დაკავებული სააკაშვილის მომხრეებმა გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

"მთელ კიევს, მთელ უკრაინას მოვუწოდებ, გამოდით ქუჩაში!" - დაკავებული სააკაშვილის მომხრეებმა გაათავისუფლეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამართლადამცავებმა კიევში დააკავეს, მისმა მომხრეებმა გაათავისუფლეს. მათ იმ მიკროავტობუსს, რომლითაც სააკაშვილი გადაჰყავდათ, გზა გადაუკეტეს და ბორკილებდადებული სააკაშვილი გამოიყვანეს. მან ომპროვიზირებული მიზტინგიც მოეწყო, სადაც მან მომხრეებს მიმართა:

"ჩვენ არავის დავანებებთ უკრაინას, სიცოცხლეს დავდებ უკარაინის ბარიგებისა და ოლიგარქებისგან გასათავისუფლებლად! არმია ჩვენს მხარეს არის! მთელ კიევს, მთელ უკრაინას მოვუწოდებ, გამოდით ქუჩაში! არაფრის შეგვეშინდეს, ეს მათ უნდა ეშინოდეთ, ისინი უნდა გარბოდნენ, ჩვენ კი არა, მადლობა ჩემო კარგებო, ამ ყველაფრისთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას, ჩვენ დიადი ერი ვართ. დავრჩები უკრაინაში და მოვკვდები აქ, რადგან სიცოცხლით ვარ დავალებული თქვენგან, თქვენ გამათავისუფლეთ, მოვითხოვთ სასწრაფოდ გადადგეს პოროშენკი, ახლა ყველა მივდივართ პარლამენტისკენ, სადაც პოროშენკოს იმპიჩმენტს მოვითხოვთ!.."