"კარიდან რომ ვერ მოასწრო, ფანჯრიდან გაიპარაო" - კაცი, რომელსაც ხედავენ, მაგრამ მაინც ეძებენ
"კარიდან რომ ვერ მოასწრო, ფანჯრიდან გაიპარაო" - კაცი, რომელსაც ხედავენ, მაგრამ მაინც ეძებენ
უცხოური მედია კვლავაც აქტიურად აშუქებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რომლის მთავარი გმირიც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

რუსული გამოცემა  «Новое время» სტატიაში "კარიდან რომ ვერ მოასწრო, ფანჯრიდან გაიპარაო" სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობასთან დაკავშირებულ გარემოებებს და კურიოზულ ფაქტებზე ჰყვება, რომლიდანაც აონარიდებს გთავაზობთ:

მანსარდის შტურმი

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის სახლთან დილის შვიდ საათზე მივიდა. რადგან "მასპინძელი" დაუპატიჟებელ "სტუმრებს" თვითონ კარს არ უღებდა, "სტუმრები" რკინის კარის შემტვრევას დიდხანს მოუნდნენ. როგორც იქნა, ნახევ
არი საათის შემდეგ "ესბეუშნიკები" ბინაში შევიდნენ, მაგრამ იქ მიხეილ სააკაშვილი არ აღმოჩნდა.
როგორც გაირკვა, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მანსარდის ფანჯრიდან თურმე სახურავზე ავიდა და იქიდან ყვირილი დაიწყო, რათა მეზობელი ბინების მცხოვრებლებს გაეგონათ და დასახმარებლად მისულიყვნენ.

ამ ალიაქოთის დროს კურიოზებიც მოხდა: მიხეილ სააკაშვილის სახლის ირგვლივ მობილური კავშირი ჩაახშეს, მაგრამ იმავდროულად რაციები "სპეცნაზელებსაც" გაეთიშათ - ისინი ვერ ახერხებდნენ სახურავზე მყოფი კოლეგებისთვის ინფორმაციის გადაცემას, ამიტომ მათ კიბეზე არბენ-ჩარბენა უხდებოდათ. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი სახურავზე იდგა და მხურვალე "რეჩით" ხალხს უხმობდა, შენობასთან მისი ადვოკატი მივიდა და "ესბეუშნიკებს" კლიენტის დაკავების სანქცია მოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, მათ სანქცია არ ჰქონდათ...

ყველა ხედავს, მაგრამ მაინც ეძებენ

მიხეილ სააკაშვილზე, როგორც დაკავების რეჟიმიდან "გაქცეულზე", უკრაინის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა, თუმცა საძებნი რა იყო, როცა ის უკრაინის პარლამენტის წინ, ყველას დასანახად, სიტყვით გამოდიოდა, შემდეგ კი იქვე დაცემულ "კარვების ქალაქში" მივიდა და დღემდე იქ იმყოფება. ასე რომ, მიხოზე ძებნის გამოცხადება კომიკურად გამოიყურება.

მიხეილ სააკაშვილის უახლოეს გეგმებშია დარჩეს თავის მომხრეებთან ერთად პარლამენტის შენობასთან (აქ მისთვის ყველაზე უხიფათო ადგილია) და იქიდან "გადადექი, პოროშენკო" იყვიროს. თვით პეტრო კი, როგორც ჩანს, ისეა გაბრაზებული თავის ძველ ამხანაგზე, რომ არ მოისვენებს, ვიდრე მიხოს უკრაინიდან არ გააძევებს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის თავგადასავალზე ბევრი იგავ-არაკი შეითხზა: მას ადარებენ იმ "კარლსონს, რომელიც სახურავზე ცხოვრობს". გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში სახურავზე მყოფ მიხეილ ნიკოლოზოვიჩზე და მის მომხრეებზე სიცილის მომგვრელი ვიდეოებიც გამოქვეყნდა.(წყარო)

თურქული «Medya Günlüğü» კი სტატიაში - "მიხეილ სააკაშვილის თავგადასავალი: გენიალურობასა და უგუნურობას შორის - რა შეცდომები დაუშვა ექს-პრეზიდენტმა" წერს: "როცა სახელმწიფოს ყოფილი მეთაური სახლის სახურავზე აძვრება და იქიდან ყვირილს იწყებს - "თუ ჩემს დაჭერას შეეცდებით, გადავხტებიო!" - ეს, რასაკვირველია, ძალზე იშვიათი შემთხვევაა მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში. მაგრამ როცა საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილს, ძალიან გასაკვირიც არაფერია".


მოამზადა სიმონ კილაძემ







აბელი
07 დეკემბერი 2017 20:35
და რა ეწერა ისეთი რუსულ გაზეთში, რაც არ ვიცოდით?
სიმონ
07 დეკემბერი 2017 18:37
თეკლას. აი, უცხოური სტატიებიც, გახსენი ლინკები და გაეცანით. თუ გნებავთ, ფოსტის მისამართი მომეცით და ქართულად მოგაწვდით:
------------
«Die Welt» (გერმანია), 07 დეკემბერი, 2017 წელი
https://www.welt.de/politik/ausland/article171293346/Warum-sich-ein-Ex-Praesident-vom-Dach-stuerzen-wollte.html
ექს-პრეზიდენტი, რომელიც შენობის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა
«Frankfurter Runschau» (გერმანია), 07 დეკემბერი, 2017 წელი
http://www.fr.de/politik/georgiens-ex-praesident-strassenschlacht-um-micheil-saakaschwili-a-1401659
ბრძოლა ქუჩაში... ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად
«Handelsblatt» (გერმანია), 07 დეკემბერი, 2017 წელი
http://www.handelsblatt.com/politik/international/saakaschwili-vs-poroschenko-partnerkrieg-in-kiew/20674402.html
ექს-პარტნიორთა ომი კიევში: მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ
«Medya Günlüğü» (თურქეთი), 07 დეკემბერი, 2017 წელი
http://www.medyagunlugu.com/Haber-4114-saakasvilinin-maceralari.html
მიხეილ სააკაშვილის თავგადასავალი: გენიალურობასა და უგუნურობას შორის
რა შეცდომები დაუშვა ექს-პრეზიდენტმა
«The New York Times» (აშშ), 6 დეკემბერი, 2017 წელი
https://www.nytimes.com/2017/12/05/world/europe/saakashvili-ukraine-demonstration.html
საქართველოს ყოფილი ლიდერი უკრაინის უშიშროების აგენტების წინააღმდეგ... სახლის სახურავზე
«The Washington Post» (აშშ), 6 დეკემბერი, 2017 წელი
https://www.washingtonpost.com/world/europe/how-ukraines-attempt-to-arrest-saakashvili-ended-in-a-rousing-rooftop-speech/2017/12/05/2523f88a-d9bc-11e7-a241-0848315642d0_story.html?utm_term=.b218ed90b99e
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას შეეცადნენ, იგი კი სახურავზე აძვრა და იქიდან ემოციური სიტყვით გამოვიდა
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 6 დეკემბერი, 2017 წელი
https://www.theguardian.com/world/2017/dec/05/former-georgian-president-mikheil-saakashvili-is-detained-in-ukraine
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა კიევში მომხდარ დრამატულ დაპირისპირებას თავი დააღწია // დაჭერის შიშით მიხეილ სააკაშვილი სახლის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა
Tekla
07 დეკემბერი 2017 14:26
რატომ უნდა ვბეჭდავდეთ რუსულ სტატიებს საერთოდ, როცა ვიცით მათი მიკერძოებულობა?
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა