ადვოკატი: "მიხეილ სააკაშვილი სახურავზე ყოფნისას გაცივდა და ხმა არ აქვს" - კვირის პალიტრა

ადვოკატი: "მიხეილ სააკაშვილი სახურავზე ყოფნისას გაცივდა და ხმა არ აქვს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაცივდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

"ის მართლაც ცუდად გრძნობდა თავს, როდესაც მისი დაკავება ხდებოდა. ის სახურავზე ყოფნისას გაცივდა და როგორც ვიცი, ხმა არ აქვს. გუშინ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. არის ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა რა სიმპტომები აქვს, არ ვიცი", - აღნიშნა ადვოკატმა.

აღსანისნავია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩენილა და მას არ მიუმართავს თავისი მხარდამჭერებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"