"ის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია" - რას ამბობს ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის კიდევ ერთხელ მონაწილეობაზე? - კვირის პალიტრა

"ის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია" - რას ამბობს ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის კიდევ ერთხელ მონაწილეობაზე?

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე მიესალმება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი ისევ იყაროს.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა.

"მე, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, რომელმაც შეიძლება რუსეთს უხელმძღვანელოს. პუტინი მართლაც ის ადამიანია, რომელმაც რუსეთი ფეხებზე დააყენა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ძალა შეეცდება ყველაფერი გააკეთონ, რათა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რუსეთს პრობლემები შეუქმნას.

"ინტერპრესნიუსი"