სად დააკავეს სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

სად დააკავეს სააკაშვილი?

უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ "ფეისბუკის" პირად გვერდზე ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გამოაქვეყნა.

"დააკავეს მიხეილი! მიჰყავთ უსაფრთხოების სამსახურში ასკოლდოვზე", - დაწერა მან.

ერთ-ერთი უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, "სააკაშვილი საავადმყოფოში დააკავეს, სადაც ის სამკურნალოდ მივიდა". (წყარო)

თუმცა მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პოლიციის მოქმედი ჩინოსნის სახლში დააკავეს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

უკრაინის ეროვნული პოლიცია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. როგორც ეროვნულ პოლიციაში განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილი ქალაქ კიევში სოლომენსკის რაიონში დააკავეს,

"დაკავება ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონში მოხდა. დაკავებული გადაეცა გამოძიების ორგანოს", - ნათქვამია განცხადებაში. ეროვნულ პოლიციაში ასევე აღნიშნავენ, რომ დაკავების დროს არავინ დაშავებულა.

იხილეთ ასევე: "დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული" - ადვოკატს სააკაშვილთან არ უშვებენ?