"სააკაშვილს ჰქონდა 40 გრადუსი სიცხე, ფილტვების ანთება, რითაც ამ ვიგინდარებს კიდევ უფრო გაუადვილდათ მისი დაკავება" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ჰქონდა 40 გრადუსი სიცხე, ფილტვების ანთება, რითაც ამ ვიგინდარებს კიდევ უფრო გაუადვილდათ მისი დაკავება"

უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, რაც უკრაინის გენპროკურორმაც დაადასტურა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გართულებულია.

"მას ჰქონდა 40 გრადუსი სიცხე, ფილტვების ანთება, საშინელი ხველა. ამ ვითარებაში ამ ვიგინდარებს კიდევ უფრო გაუადვილდათ მისი დაკავება", - განაგვიცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებასთან აქვთ მჭიდრო კავშირი და ყოველ წუთას საქმის კურსში აყენებენ, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში არსებული ვითარების თაობაზე. "ახლა საჭიროა მაქსიმალური მობილიზაცია, მზად ვართ ნებისმიერი სცენარით".

როგორც მელიამ გვითხრა, ადვოკატები უკვე შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან. მელიას თქმით კი, ისინი ცდილობენ, რომ სააკაშვილთან ექიმების შესვლა მოხერხდეს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)