სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო

მიხეილ საააშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი აცხადებს, რომ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. როგორც "კურიერის" ეთერში ადვოკატმა განმარტა, სააკაშვილი მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.

ადვოკატის ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტებს დაცვის მხარეს ამ დრომდე არ აძლევენ. თუმცა, მათთვის ცნობილია, რომ სააკაშვილს ბრალს დანაშაულის ხელშეწყობისთვის წაუყენებენ. ბოგომაზოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩატარდება.

"ორშაბათს ალბათ იქნება სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე. მანამდე ალბათ იზოლატორში დარჩება. ხვალაც შევეცდებით მას შევხვდეთ. სულ 10 წუთით ვნახე ის დღეს. საათნახევარში სხვა ადვოკატები გამოვლენ და უფრო დეტალურად ისინი ისაუბრებენ", - აღნიშნა პაველ ბოგომაზოვმა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს საღამოს, კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მიხეილ სააკაშვილს 72 საათის განმავლობაში აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

"ინტერპრესნიუსი"