უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს - კვირის პალიტრა

უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსპიკერმა ლარისა სარგანმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მიხეილ სააკაშვილს 72 საათის განმავლობაში აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

"ინტერპრესნიუსი"