"სანდრა რულოვსთან დავიწყებთ მუშაობას" - რა სთხოვა სააკაშვილმა მეუღლეს? - კვირის პალიტრა

"სანდრა რულოვსთან დავიწყებთ მუშაობას" - რა სთხოვა სააკაშვილმა მეუღლეს?

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, ყოფილი გუბერნატორის მეუღლე და საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მეუღლის სახალხო წარმომადგენელი გახდება. ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველმა ამის შესახებ იმ იზოლატორთან შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილია დაკავებული.

"ის თხოვს მეუღლეს, გახდეს მისი მთავარი სპიკერი, სახალხო წარმომადგენელი, რომ დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლება. ჩვენ მის მეუღლესთან დავიწყებთ მუშაობას ამ მიმართულებით, ასევე უზრუნველვყოფთ მის შესვლას საგამოძიებო იზოლატორში" - აღნიშნა ჩერნოლუცკიმ.

8 დეკემბერს სანდრა რულოვსმა ფეისბუკის პირად გვერდზე დააანონსა 10 დეკემბრის აქცია და მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა: "დიდი მადლობა გაგრძელება