უკრაინის გენპროკურორის პრესმდივანი: "საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, დაკავებული სააკაშვილი ისვენებს" - კვირის პალიტრა

უკრაინის გენპროკურორის პრესმდივანი: "საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, დაკავებული სააკაშვილი ისვენებს"

უკრაინის უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, - ამის შესახებ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.

"საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დროებითი დაკავების იზოლატორს ახლა ოთხი ადვოკატი ტოვებს. დაკავებული სააკაშვილი ისვენებს. პროკურორები აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობის შესახებ სასამართლოსადმი შუამდგომლობას ამზადებენ", - დაწერა ლარისა სარგანმა.

"ინტერპრესნიუსი"