"სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა და მის გაუქმებას არავინ აპირებს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა და მის გაუქმებას არავინ აპირებს"

"მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოთხოვნა რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა და ამ მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს", - ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე ახალი მოთხოვნა არ გაგზავნილა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, როგორც გიორგაძემ აღნიშნა, უკრაინულ მხარეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები აქვს.

"რაც შეეხება დაკავებას, უკრაინულ მხარეს აქვს ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"