სააკაშვილი სასამართლო პროცესზე განსასჯელთა სკამის ნაცვლად ადვოკატების გვერდით დასვეს - კვირის პალიტრა

სააკაშვილი სასამართლო პროცესზე განსასჯელთა სკამის ნაცვლად ადვოკატების გვერდით დასვეს

კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს სამი ადვოკატი იცავს.

მოსამართლე ლარისა ცოკოლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვის განმავლობაში სააკაშვილი განსასჯელთა სკამზე არ იჯდება. მიხეილ სააკაშვილი გამოიყვანეს განსასჯელთათვის განკუთვნილი კამერიდან და ის ადვოკატების გვერდით დასვეს.

სასამართლო დარბაზში ასევე იმყოფებიან იულია ტიმოშენკო, სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და ჟურნალისტები.

„პირველ რიგში, გუშინ იყო იმის მცდელობა, რომ წაეკითხათ ჩემთვის აღნიშნული შუამდგომლობა, თუმცა უარი ვთქვი ხელმოწერაზე. მათ დაიწყეს რაღაცის კითხვა ჩემთვის და ვთქვი, რომ ამ სისულელეს ხელს არ მოვაწერდი და გავაგრძელე შიმშილი“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"