სააკაშვილი: "თუ ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილობას გავაგრძელებ, ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს" - კვირის პალიტრა

სააკაშვილი: "თუ ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილობას გავაგრძელებ, ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შიმშილობას გააგრძელებს, თუკი ციხეში დააბრუნებენ.

"უნიანის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში, სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ არ სურს "ოლიგარქიული რეჟიმის ტყვე იყოს".

"თუ მე ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილობას გავაგრძელებ. მე ყველას ვაჩვენე, როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იმუშაოს. ახლა კი ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მასთან მისული პროკურორი აცხადებდა, რომ ლუცენკოს მიერ იყო გაგზავნილი და სიტყვას აძლევდა, რომ არ დააკავებდა.

"როდესაც ვიყავი სახურავზე, როდესაც მოვახდინეთ ჩვენი მომხრეების მობილიზება, ჩემთან მოვიდა პროკურორი და მითხრა - პატიოსან სიტყვას გაძლევთ, თქვენ არავინ დაგაკავებთ. მე დავბრუნდი ბინაში, პროკურორმა ამოიღო ფურცელი და მითხრა, რომ დაკავებული ვარ. აი, ეს არის ლუცენკოს პროკურატურის ნამდვილი სახე", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"