უკრაინულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

უკრაინულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილისთვის ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით შინაპატიმრობას ითხოვდა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს.