"მზად ვარ უკრაინის პრემიერ-მინისტრობისთვის, მაგრამ არასდროს ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე, რადგან..." - კვირის პალიტრა

"მზად ვარ უკრაინის პრემიერ-მინისტრობისთვის, მაგრამ არასდროს ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე, რადგან..."

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას პრემიერ-მინისტრის პოსტს სთავაზობდა. ამის შესახებ მან ტელეარხ Zik-ის ეთერში განაცხადა.

"პოროშენკო სულ მიანიშნებდა იაცენიუკს, რომ მე შემდეგი პრემიერ-მინისტრი ვარ, მაგრამ როდესაც მე ამის შესახებ გავიგე, მაშინვე ვკითხე - ნუთუ ეს მართალია? მან კი მითხრა: რატომაც არა? ამაზე მე ვუპასუხე: არა!" - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა გახდეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ამბიციები არ აქვს.

"მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა უკრაინის ნორმალურ მთავრობაზე. მე არასდროს ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე, არც ერთ შემთხვევაში. ჩემი აზრით, უკრაინის პრეზიდენტი უნდა იყოს უკრაინელი, რომელიც აქ დაიბადა და გაიზარდა", - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.