სააკაშვილი: "მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს" - კვირის პალიტრა

სააკაშვილი: "მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს"

საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ეხო კავკაზასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ხელისუფლებას საქართველოსთან ჩუმად მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჩნდებოდა პრობლემები. ხალხი მე უმალ გამათავისუფლებდა და მე პოროშენკოსთვის ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გავხდებოდი. მე არ მაქვს იარაღი, არ მყავს "ბოევიკები", ვინმეზე თავდასხმას არ ვაპირებ. პოროშენკოსთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ის ვერ გაუმკლავდა ერთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს იარაღი, თანამდებობა ან ფული. მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"