"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილს აკლდა მზესუმზირა, ერთი კათხა ლუდი, კრიალოსანი და სადმე ქუჩის კუთხეში საქმე უნდა გაერჩია ძმაკაცთან" - კვირის პალიტრა

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილს აკლდა მზესუმზირა, ერთი კათხა ლუდი, კრიალოსანი და სადმე ქუჩის კუთხეში საქმე უნდა გაერჩია ძმაკაცთან"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ის "დაპირისპირება, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მის მეგობარ მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძეს შორის წარმოიშვა, მას ერთგვარ უხერხულობას უქმნის".

მისივე თქმით, "კვირიკაშვილის ნაცვლად შერცხვა".

როგორც ჟურნალისტებს ნიკა მელიამ განუცხადა, კვირიკაშვილსა და გაჩეჩილაძეს შორის არსებული ეს დაპირისპირება არის შეურაცხყოფა საქართველოს მოქალაქეების.

"გულახდილად გეტყვით, პირველად და იმედია, უკანასკნელად შემრცხვა კვირიკაშვილის ნაცვლად. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უბრალოდ აკლდა მზესუმზირა, ერთი კათხა ლუდი, კრიალოსანი და სადმე ქუჩის კუთხეში საქმე უნდა გაერჩია ძმაკაცთან – რატომ არ მისცა ტენდერში გამარჯვების უფლება, ან რატომ მისცა. ძალიან უხერხულია, რომ საჯაროდ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. ეს ადასტურებს ერთ რამეს - კვირიკაშვილს არ აქვს განცდა, რომ იგი ნომინალურად მაინც ასრულებს პრემიერის მოვალეობას. ეს არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"