"უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები გამოილია?" - რას ამბობს პუტინი სააკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები გამოილია?" - რას ამბობს პუტინი სააკაშვილზე?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. "ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს - უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა! როგორ ითმენთ ამას საერთოდ? ის ჯერ საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა კი ამტკიცებს, რომ უკრაინელია. უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები გამოილია? ეს ისეთი საცოდავი სანახავია, რომ გული მისკდება", - განაცხადა პუტინმა უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვაზე.

აღნიშნული განცხადება პუტინმა გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"