"ის იყო დიდი გაუგებრობა, როგორც მერი, მაგრამ..." - პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანია წარადგინა - კვირის პალიტრა

"ის იყო დიდი გაუგებრობა, როგორც მერი, მაგრამ..." - პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანია წარადგინა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა, რის თაობაზეც ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, და გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

"შემიძლია ვივარაუდო, რომ დავით ნარმანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გარკვეული შეთანხმება მოხდა", - განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პრეზიდენტის მიერ სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის წარდგენის კომენტირებისას.

ხუხაშვილის განცხადებით, ის ამ შეთანხმებაში პოზიტიურ ფაქტორებს უფრო ხედავს ვიდრე ნეგატიურს. რაც შეეხება ნარმანიას კანდიდატურას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ის ამ თანამდებობაზე უფრო შესაფერისია, ვიდრე მერად, რადგან, მისი თქმით, ნარმანია კვალიფიციური ეკონომისტია.

"გამომდინარე იქიდან, რომ პროცედურა ორივე მხარის მონაწილეობას გულისხმობს და გარკვეული კომპრომისი იქნა კვოტების გადანაწილებით მიღწეული. პოლიტიკში ასეთი რაღაცეები ხდება, შესაძლოა ყურს და თვალს სჭრიდეს, მაგრამ ასეთია პოლიტიკა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

სასურველი იყო, ინსტიტუტებს შორის ამ ტიპის თანამშრომლობა, სხვა საკითხებზეც ყოფილიყო და ეს ოთხი წელი წყალში არ გადაეყარათ. მე ასეთი ტიპის შეთანხმებას უფრო პოზიტიურად შევხედავდი, ვიდრე ნეგატიურად, რომ არ იყოს ის რამდენიმე წელი, რომელიც უაზრო კინკლაობაში დაიკარგა.

რაც შეეხება ნარმანიას კანდიდატურას, ის იყო დიდი გაუგებრობა, როგორც მერი, ხოლო, როგორც სემეკ-ის თანამშრომელი, ის შეიძლება შესაფერისი იყოს, რადგან საკმაოდ კვალიფიციური ეკონომისტია”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგ