ლილუაშვილი ახლა გომელაურის მოადგილედ დანიშნეს - კვირის პალიტრა

ლილუაშვილი ახლა გომელაურის მოადგილედ დანიშნეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. როგორც გიორგი ლილუაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხდა, შემოთავაზება უწყების ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მხრიდან მიიღო. მისივე ინფორმაციით, ახალ თანამდებობაზე მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება.

"შემოთავაზება მივიღე ბატონ ვახტანგ გომელაურისგან და პრემიერის შესაბამისი ბრძანებით დავინიშნე გომელაურის მოადგილედ. დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება მოხდება მომავალ კვირას, სასესიო სხდომაზე და ამის შემდგომ შევუდგები ახალ სამსახურში მოვალეობის შესრულებას", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"