კალაძეს საკრებულოში "სელფაობა" დაუწუნეს - კვირის პალიტრა

კალაძეს საკრებულოში "სელფაობა" დაუწუნეს

თქვენი ვალდებულება მხოლოდ ”სელფაობა” არ არის, - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიკა დათუკიშვილმა თბილისის მერს კახა კალაძეს საკრებულოს სხდომაზე.

დათუკიშვილის თქმით, ნამდვილად არ არის სწორი, რომ კალაძემ მისი გაგზავნილი წერილი არ წაიკითხა.

"მესმის, რომ აჟიტირებული ხართ, მაგრამ დამშვიდდით, დაწყნარდით და მომისმინეთ. კარგია, რომ მოხვედით, მაგრამ ცუდია, რომ სოლიკო კედელაშვილთან დაკავშირებით არ მოხვედით საკრებულოში. დახურულ შეხვედრაზეც გთხოვეთ მოსვლა, მაგრამ ვერ გაბედეთ. ძალიან ცუდია, რომ ჩემი წერილი არ წაიკითხეთ და ამას ამაყად აცხადებთ. ეს თქვენი ვალდებულებაა. თქვენი ვალდებულება მხოლოდ ”სელფაობა” და გირლიანდების ჩამოკიდება არ არის ახალ წელს", - მიმართა დათუკიშვილმა კალაძეს.

შეგახსენებთ, რომ მარიკა დათუკიშვილის ინფორმაციით, მან კალაძეს პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ წერილი გაუგზავნა, თუმცა მერი მას არ გაცნობია.

"ინტერპრესნიუსი"