„როდესაც პირველ კურსზე ვიყავი უკრაინის "კაგებემ" დამაკავა.მაშინაც სხვათა შორის, სახურავიდან გავიქეცი" - კვირის პალიტრა

„როდესაც პირველ კურსზე ვიყავი უკრაინის "კაგებემ" დამაკავა.მაშინაც სხვათა შორის, სახურავიდან გავიქეცი"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ როგორ გაიქცა იზოლატორიდან, როდესაც პირველი კურსის სტუდენტი იყო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის „კაგებემ“ 1986 წლის მაისში დააკავა.

„როდესაც პირველ კურსზე ვიყავი უკრაინის КГБ-მ დამაკავა. უფრო ნაკლები დრო ვიჯექი, იმავე იზოლატორში, სადაც ახლა მიმიყვანეს. სხვათა შორის, სახურავიდან გავიქეცი მაშინ. რამდენიმე დღე ვიმალებოდი, შემდეგ მაინც ამიყვანეს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის ყოველთვის გარბის.

„ის ხალხი, ვინც 1986 წელს დამაკავა, ცოტათი განსხვავდება იმ ხალხისგან, ვინც ახლა დამაკავა. ბრალდებებიც ერთი და იგივეა“, - დასძინა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი" მიხეილ სააკაშვილი - როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, უკრაინის „კაგებემ“ დამაკავა, სხვათა შორის, მაშინ სახურავიდან გავიქეცი და რამდენიმე დღე ვიმალებოდი მიხეილ სააკაშვილი - როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, უკრაინის „კაგებემ“ დამაკავა, სხვათა შორის, მაშინ სახურავიდან გავიქეცი და რამდენიმე დღე ვიმალებოდი