"ქართულ ოცნებაში" ორი ახალი ფრაქცია იქმნება - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებაში" ორი ახალი ფრაქცია იქმნება

”ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარიძის, განცახდებით, უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება.

საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიაზე ახალი ფრაქციას დეპუტატი ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებს და ამავე ფრაქციაში გაერთიანდებიან ირაკლი აბუსერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი.

„ქართულ ოცნებაში“ ჯერ არ იციან ვინ იქნებიან ფრაქციის სხვა წევრები. ამასთან, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მაჟორიტარების შემადგენლობით ბიძინა გეგიძის ფრაქციის გარდა, სხვა ფრაქციაც შეიქმნება.

ფრაქციების ფორმირების საკითხზე უმრავლესობაში კონსულტაციები დაწყებულია.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ახალი ფრაქციის შექმნასთან ერთად მის საბიუჯეტო უზრუნველყოფას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.

"პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს ახალი ფრაქციის შექმნასთან ერთად მის საბიუჯეტო უზრუნველყოფას. ეს არის გარკვეული მცირე აპარატი ფრაქციისთვის, ტექნიკური უზრუნველყოფა. არ მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი ტვირთი იყოს პარლამენტის ბიუჯეტისთვის. ამ პროცედურებს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს და იქ დეტალურადაა ეს გაწერილი", - აღნიშნა კოვზანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"