რა კავშირშია ორი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის დაპირისპირებასთან ? - კვირის პალიტრა

რა კავშირშია ორი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის დაპირისპირებასთან ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის(უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბიძინა გეგიძემ განაცხადა, პარლამენტში ფრაქციების შექმნის ინიციატივა ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე ბოლო პერიოდში მოვლენები განვითარდებოდა.

„ემთხვევა ხოლმე რაღაცეები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, თქვენს მიერ ხსენებული თემა არ გამხდარა ფრაქციის შექმნის მიზეზი. ფრაქციის შექმნის პროცესი გაცილებით ადრე მიმდინარეობდა, ვიდრე ამ საკითხმა წამოიწია“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

გოჩა ენუქიძის  განცხადებით, 18 დეკემბერს ბიუროს სხდომას წარედგინება ფრაქციის სრული შემადგენლობა და ასევე სახელწოდება.

„გიდასტრუბთ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, მე ვუხელმძღვანელებ მას და ძირითადად ამ ფრაქციაში მაჟორიტარები იქნებიან“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

იგი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში ფრაქციის შექმნის მიზეზად უფრო მეტ კოორდინაციას ასახელებს.

„ბევრი კომენტარი გაკეთდა და მეც იგივეს ვიტყვი, რომ უფრო მეტი კოორდინაცია, რომ იყოს ამიტომ იქმნება ფრაქცია. მიზეზი მეტი არაფერია. დიდი ხანია კონსულტაციები გრძელდებოდა და საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ამაში ახალი არაფერია და აბსოლუტურად არაფერს უკავშირდება, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ“, - აღნიშნა  ენუქიძემ.

"ინტერპრესნიუსი"